ECG105. ვალეს არსენის წარწერა

Material: მოვარდისფრო ქვა

Object type: ფილა

Dimensions: cm

Text: წარწერა ორსტრიქონიანია. იგი შესრულებულია ვალეს ტაძრის ეზოში ორად გატეხილ სქელ, მოვარდისფრო ქვის ფილაზე, რომელიც კედელში იქნებოდა ჩასმული cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა

Date: IX AD (lettering)

Findspot: ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

Original location:ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

Last recorded location(s): ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

Text type:Unknown

Editor(s): ვალერი სილოგავა

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

[წ(მიდა)ო მ](აცხოვა)რო მ[ე]ოხ [ეყ-]
[ავ] არ(სე)ნს ა[(მე)ნ]

Diplomatic

[... .]ႰႭ Ⴋ[.]ႭႾ [..-]
[..] ႠႰႬႱ Ⴀ[.]

Translation (ka)

წმიდაო მაცხოვარო, მეოხ-ეყავ არსენს, ამინ.

Commentary

ვალეს ღვთისმშობლის ტაძარი სამცხის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა. ტაძარი ახლა ბაზილიკურია, თუმცა თავდაპირველად, როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია გამოკვლეული, „გარედან სწორკუთხა ფორმის გუმბათიანი ნაგებობა ყოფილა, სადაც გუმბათი ეყრდნობოდა აფსიდის კუთხეებსა და ორ თავისუფლად მდგარ ბურჯს“ (რ. მეფისაშვილი, ვალეს ტაძარი და მისი აღშენების ორი ძირითადი პერიოდი, ქართულ ხელოვნება, 5, თბ., 1950, 38). გამოკვლეულია ისიც, რომ ტაძრის თავგადასავალი სულ ცოტა ორ მშენებლობით პერიოდს მაინც მოიცავს და მეორე პერიოდს განეკუთვნება დედისიმედის ვრცელი (45 სტრქ.) ასომთავრული წარწერა საამშენებლო-მემორიალური შინაარსისა, დათარიღებული 1561-1564 წლებით. ხოლო ვალის თავდაპირველი ტაძარი X საუკუნის უკანასკნელი მეოთხედითაა დათარიღებული (რ. მეფისაშვილი, დასახ. ნაშრომი, 51). ვალერი სილოგავა ეთანხმება ე. თაყაიშვილს, რომელიც ამავე ტაძრის კრავის წარწერაში დასახელებულ კრავის სამცხელი აზნაურის მირეანის მეუღლესთან, IX ს-ში მოღვაწე წარჩინებულ მანდილოსან კრავისთან აიგივებდა, შესაბამისად, ტაძარსაც IX აგებულად მიიჩნევდა. ამ გაიგივების შემთხვევაში კრავი ძველი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ და წარჩინებულ მანდილოსნად წარმოგვიდგება, რადგან იგი დედაა ქართლის კათალიკოსის არსენისა, რომლის შესახებ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშია“ აღნიშნული: „დიდი არსენი, ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდრისა გჳრგჳნი დაუჭნობელი“ (ძვ. ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, 1963, 267). რაც შეეხება არსენის წარწერას, თუ მისი წაკითხვა სწორია, მაშინ აქ დასახელებული არსენი შესაძლებელია გაიგივდეს არსენ კათალიკოსთან, რომლის დედა ამ ტაძრის ქტიტორია და მისი გამოსახულება და წარწერა გამოსახულია აღმოსავლეთ ფასადზე. ვალერი სილოგავას ვარაუდით, ეს წარწერა არსენის კათალიკოსობამდე დროით უნდა დათარიღდეს, რაც რამდენადმე ავიწროვებს ტაძრის დათარიღებასაც - 860 წლის წინა დრო (არსენის კათალიკოსობის წლებია 860-887, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედაქტ. რ. მეტრეველი,თბ., 2000, 38-40).

Bibliography

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

Images

   Fig. 1.