ECG221

Material: ქვა

Object type: ტიმპანი

Dimensions:

Decoration: წარწერას გარშემო შემოუყვება ჩაღრმავებული კანტი, რომელიც მართკუთხა ფორმისაა და ერთიანობაში წარწერას გარკვეულ ჩარჩოში აქცევდა.

Text: ეკლესიის სამხრ. მინაშენში, მთავარი ტაძრის შესასვლელის ტიმპანის ქვის შელესილობაზე ამოკვეთილია 6 სტრიქონიანი წარწერა(უკავია ტიმპანის ქვის მთელი ფართობი). 5 სტრიქონი შესრულებულია ჰორიზონტალურად, მხოლოდ V სტრ. ვერტიკალურად ჩამოუყვება ძირითადი ტექსტის მარცხენა კიდეს. w 100 x h 240 cm

Letters: ასომთავრული. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია მოკლე, განივი, სწორი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები არ გვხვდება. 5-17

Date: 1032 AD

Findspot:Unknown

Original location:ამბარლო, წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

Last recorded location(s): ამბარლო, წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

Text type:Unknown

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

Interpretive

ქ(ო)რ(ონი)კ(ო)ნ(ი) იყო სმიბ
ქ მ(ო)წყ(ალე)ბ(ი)თა ღ(მრთისა)ჲთა მე თ(ეოდორ)ე ღ(ირს) (ვი)ქმ(ე)ნ
აღშ(ე)ნ(ება)დ წ(მიდის)ა ს(ა)ყ(დ)რ(ი)ს(ა) ად(ი)დ(ე)ნ ღ(მერთმა)ნ ბ(ა)გ(რა)ტ
მ(ე)ფ(ი)სა
ს(ა)ლ(ო)ც(ველად) . და შ(ე)მ(დგომა)დ ლ(ი)პ(არი)ტ ე(რისთავთ)ე(რისთავი)სა
5[მ(ა)ს] ჟ(ა)მს(ა) დ(აი)დვა
ბალ(ავა)რი ოდ(ე)ს შ(ეი)პყრ(ა) ლ(ი)პ(არი)ტ ე(რისთავთ)ე(რისთავ)მ(ა)ნ ამ(ი)რ(ა)ჲ

Diplomatic

ႵႰႩႬ ႨႷႭ ႱႫႨႡ
Ⴕ ႫႼႷႡႧႠ ႶჂႧႠ ႫႤ ႧႤ Ⴖ ႵႫႬ
ႠႶႸႬႣ ႼႠ ႱႷႰႱ ႠႣႣႬ ႶႬ ႡႢႲ
ႫႴႱႠ
ႱႪႺ . ႣႠ ႸႫႣ ႪႮႲ ႤႤႱႠ
5[...] ႯႫႱ ႣႣႥႠ
ႡႠႪႰႨ ႭႣႱ ႸႮႷႰ ႪႮႲ ႤႤႫႬ ႠႫႰჂ

Commentary

დაზიანება: წარწერის ზედა მარცხენა კუთხის მცირე ნაწილი მოქცეულია მოგვიანო სამხრ. მინაშენის გადახურვის შიდა ნაწილის ქვეშ, რის გამოც V სტრ. პირველი 2 გრ. ცუდად იკითხება, ხოლო III გრ. „ჟ“-ს ფეხი აკლია. წარწერას ახლავს თარიღი: ქორონიკონი სმიბ - 252 (252+780=1032). წარწერაში რამდენიმე სიტყვას სხვადასხვა ავტორები განსხვავებულად კითხულობენ, ვ. სილოგავა პირველ სტრიქონში კითხულობს სიტყვა: ქრ(ონი)კ(ო)ნ[ი], მეორეში - მ(ო)წყ(ალე)ბ(ი)თა, (ვი)ქმენ, მეოთხეში - შ(ე)მდ(გომა)დ, ე(რისთავთა), მეხუთეში - მ(ა)ს, მეექვსეში - ბალ(აჰვა)რი, ე(რისთავთა); დ. ბერძენიშვილი მეოთხე სტრიქონში კითხულობს სიტყვა: შემწედ, მეხუთეში - ჟამ, მეექვსეში - ერისთავმან, ე. თაყაიშვილი მეხუთე სტრიქონში კითხულობს სიტყვა: მიწყია

Bibliography

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 114-115, თბილისი, 2018

თაყაიშვილი, 1913 Е. Такайсшвили, Археологические екскурсии разыскания и заметки, IV 100-101, Тб. 1913თაყაიშვილი, 1913

სილოგავა, 2000 ვ. სილოგავა, ქვემო ქართლის წარწერები242, თბილისი, 2000

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 108 თბილისი, 2014

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 25-26, თბილისი, 2016