Material: ქვიშაქვა
Object type: სტელა
Text: სტელაზე შესრულებულია ბერძნული ასომთავრული წარწერა. w 34,5 x h 102 cm
Letters:
Date: IV-V AD (lettering)
Findspot: მცხეთა სტელა აღმოჩენილია მცხეთის ანტიოქიის ეკლესიის რესტავრაციის დროს.
Original location:მცხეთა
Last recorded location(s): მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტი # 01-6-XI-I
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
მე ვარ ანი და ოჰი (იოანეს გამოცხადება, 1,8; 21,6) - გააკეთა აქილევსმა ხუროთა (უფროსი) რომ არის. ავრელიოს აქოლიოსი მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი... ზღუდით გამაგრება (ან - კედლით შემოზღუდვა)... საბოლოო (ან - საუკუნო) ხსოვნა. არსპაკორესი.
Commentary
პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა II-IV სს-ით AD თარიღდება. სხვა რეალური მონაცემების მიხედვით IV-V სს-ით უნდა შემოვიფარგლოთ. ეს მონაცემებია: წარწერის დასაწყისში 2 ქრიზმა, რაც ქრისტეს მიმართ აპელაციაა და ტექსტებში ავრელიოს აქოლიოსის ხსენება, რაც ადრე სამთავროს სამაროვანზე მოპოვებული ეპიტაფიის მიხედვით კარგად ცნობილი პიროვნებაა.
ახალი სახელებია - აქილევსი, ხუროთა უფროსი და არსპაკორესი, როგორც ჩანს, ამ წარწერის ამომკვეთი, I სახელი ბერძნულია, II ირანული, მაგრამ ეს მათ ეროვნებაზე არ მიგვითითებს.
როგროც ჩანს, სტელა ჩაშენებული იყო იმ ნაგებობის კედელში, რაც აქილევსმა გააკეთა, ხოლო რაღაცა ღვაწლი ამ საქმეს ავრელიოს აქოლიოსმაც დასდო, რისთვისაც მას იხსენებენ. ძეგლი მნიშვნელოვანია ისტორიული პირების მოხსენიების თვალსაზრისით და იმითაც, რომ IV-V სს. იბერიაში ხდება საფორტიფიკაციო თუ რელიგიური ხასიათის ძეგლების აგება.
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 230