Material: ქვიშაქვა
Object type: საფლავის ქვა
Text: ფილაზე ბერძნული წარწერაა, რომლის ნაწილი, ამჟამად 4 სტრიქონის ნაშთი, შემორჩენილია. w 19 x h 24 cm
Letters: წარწერა შესრულებულია თანაბარი მსხვილი ასოებით. ისინი სილამაზით არ გამოირჩევიან, მაგრამ საკმაოდ აკურატულად არიან გამოყვანილი. ასოები აშკარად კუთხოვანია და მათ შორის გამოირჩევიან θ და ο, რომბის ფორმის. ასოები გარდა რომბის ფორმის θ და ο-ს, კუთხოვანია (C, Ε, Υ, Η, Τ ...) წარწერაში დაცულია 11 ასო, ზოგი დაზიანებულია, ხოლო ზოგი რამდენჯერმე. პირველი ორი სტრიქონი ფრაგმენტულია, მაგრამ აღსადგენად ძნელი არაა, ბოლო 2 სტრიქონი უფრო ასომრავალია, მაგრამ მათი გააზრება უფრო რთულია. ის უნდა იყოს კრულვა, რაც ეხება მიწისმფლობელებსაც (უფრო კონკრეტული მსჯელობა ამაზე რთულია). დათარიღებისა საფუძველია ფორმულა, რაც მასშია (δούλη τοῦ θεοῦ) და იმ პალეოგრაფიული მონაცემებით, რასაც ბევრი ანალოგი მოეპოვება. 3-3,5 1,5
θ და ο არის 3X3 სმ.
Date: IV-V AD (lettering)
Findspot: მცხეთა 1995 წელს მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მოგვთა უბანზე შემთხვევით მოიპოვა ქვიშაქვის ფილის ფრაგმენტები.
Original location:მცხეთა, მოგვთა უბანი
Last recorded location(s): მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტი.
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
აქ განისვენებს მხევალი ღმრთისა... ვინც მოიწადინებს... მიწისმფლობელები...
Commentary
წარწერა ქრისტიანული ხასიათისაა, ეპიტაფიაა. წარწერის ბოლო უნდა წარმოადგენდეს იმის კრულვას, ვინც რამენაირად ხელყოფს საფლავს.
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 229-230