ECG145. ბაგრატ მეფისა და მარიამ დედოფლის წარწერა

Material: ქვა

Object type: ფასადი

Dimensions: cm

Text: ტექსტი განლაგებულია ფასადის 6 ფილაზე h 64 cm

Letters: ასომთავრული წარწერა, კიდურწერტილოვანი, განივი სწორი ხაზი 13.5-14

Date: Unknown.s

Findspot:Unknown

Original location:კუმურდო

Last recorded location(s):კუმურდოს საკათედრო ტაძარი წარწერის ფოტოდოკუმენტაცია გაკეთდა 2017 წლის 30 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეპიგრაფიკის სამაგისტრო კურსის დასკვნითი ექსპედიციის ფარგლებში

Text type:Unknown

Editor(s): ვალერი სილოგავა, მარი ბროსე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, ვ. ცისკარიშვილი, ი. გვარამაძე

Publication details:ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

Interpretive


[ადიდენ]
[ღმერთმან]
[ბაგრატ]
5[მეფე]

[და]
[დედა]
[მა]თი
მ(ა)რ(ია)მ დ(ე)დ(ო)ფ(ა)ლი აღეშ(ჱ)ნა
10შტ(ო)ჲ
ესე მ(ე)ფ(ო)ბ(ა)სა მ(ა)თსა
მღვდ(ე)ლთმ(ო)ძღ(უ)რ(ო)ბ(ა)>სა
ზ(ო)ს(ი)მე კ(უ)მ(უ)რდო(ე)ლის(ა)სა

Diplomatic


[......]
[........]
[......]
5[....]

[..]
[....]
[..]ႧႨ
ႫႰႫ ႣႣႴႪႨ ႠႶႤႸႬႠ
10ႸႲჂ
ႤႱႤ ႫႴႡႱႠ ႫႧႱႠ
ႫႶႥႣႪႧႫႻႶႰႡ>ႱႠ
ႦႱႫႤ ႩႫႰႣႭႪႨႱႱႠ

Commentary

წარწერა პელეოგრაფიული ნიშნებით XIს-ისაა. ტექსტის შემორჩენილ ნაწილში დასახელებული მარიამ დედოფალი შეიძლება იყოს მხოლოდ სენაქერიმ სომეხთა მეფის ასული, გიორგი I-ის (1014-1027) პირველი მეუღლე და ბაგრატ IV-ის (1027-1072) დედა მარიამი. წარწერა ე.თაყაიშილმა და როგორც ჩანს მასზე დაყრდნობით ვ.ცისკარიშვილმა, რელიეფური ასოებით შესრულებულად მიიჩნიეს, მაშინ, როდესაც ის ქვის ფილებზეა ამოკვეთილი. წარწერას ამჟამად დასაწყისი აკლია, შეიძლება იგი ბოლოშიც ნაკლული იყოს, რადგან ტექსტის უკანასკნელი ასო ამოკვეთილია თავდაპირველი ფილების კიდეზე, ხოლო მის შემდეგ ჩასმული ფილები ახალია, ტაძრის თანამედროვე რესტავრაციის დროინდელი.

Bibliography

სილოგავა, 1994 ვალერი სილოგავა, კუმურდო, 59-60, თბილისი 1994

ბროსე, 1850 M. Brosset, Rapports sur un voyage archeologique dans la Georgie et dans l'Armenie execute en 1847-1848 V. II 171St. Petersburg, 1850

ცისკარიშვილი, 1959 ვ. ცისკარიშვილი, ჯავახეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, 21, თბილისი, 1959

როსტომოვი, 1898 И.П. Ростомов, Аxалкалакский уъезд в арxеологическом отношении, 90, 1898

თაყაიშვილი, 1909 Е.С. Такайшвили, Христианские памятники, 41, Москва, 1909

ბერძენიშვილი, 1964 ნ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური, იხ. მისი "საქართველის ისტორიის საკითხები", ისტორიული გეოგრაფია, ტ. I, 134 თბილისი, 1964

ჯავახიშვილი, 1946 ივანე ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. I, 186 თბილისი, 1946

ჯავახიშვილი, 1914 И.А Джавахов, Терминй искусств и главнейшие сведения о памиатниках искусства и материалной културы в древнегрузинской литературе, 27, Тифлись, 1914