ECG188

Material: ტუფი

Object type: ჯვრის კვარცხლბეკი

Decoration: წარწერას სამი მხრიდან შემოუყვება ლილვისებრი ჩარჩო. წახნაგის ქვედა ნაწილში გამოქანდაკებულია სიცოცხლის ხე, ხოლო მის ორივე მხარეზე- ორი ვერძი, ერთმანეთის პირისპირ. ერთ წახნაგზე ამოკვეთილია რელიეფური "ბოლნური ჯვარი", რომლის ორივე მხარეს მაზდეიზმის საღმრთო თავსაკრავის ბაფთებია გამოსახული.

Text: w 75 x h 75 x d 67

Letters:

Engraved Asomtavruli

30

Date: VII (lettering)

Findspot:ნაპოვნია 1968 წელს

Original location:დაბლუტის წყლის ხეობა

Text type:Unknown

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

Interpretive

[ი(ეს)უ ქ(ქრისტ)ე] ს(უ)ლნ[ი] დ[ა] ხ(ორ)ცნი [შე-]
[იწყა]ლნე ამ[ა]თნი რ(ომე)ლთა
[ა(ღხუ)მ(ა)]რთეს ესეჯუარი ამჱ[ნ]

Diplomatic

[.. ..] ႱႪႬ[.] Ⴃ[.] ႾႺႬႨ [..-]
[....]ႪႬႤ ႠႫ[.]ႧႬႨ ႰႪႧႠ
[..]ႰႧႤႱ ႤႱႤႿႳႠႰႨ ႠႫჁ[.]

Translation

Commentary

წარწერას სამი მხრიდან შემოუყვება ლილვისებრი ჩარჩო. წახნაგის ქვედა ნაწილში გამოქანდაკებულია სიცოცხლის ხე, ხოლო მის ორივე მხარეზე- ორი ვერძი, ერთმანეთის პირისპირ. ერთ წახნაგზე ამოკვეთილია რელიეფური "ბოლნური ჯვარი", რომლის ორივე მხარეს მაზდეიზმის საღმრთო თავსაკრავის ბაფთებია გამოსახული. დაზიანება: წარწერიანი წახნაგის კუთხეების ჩამომტვრევისა და ზედაპირის ატკეჩვის გამო წარწერას აკლია სამივე სტრიქონის დასაწყისი, შუა ნაწილები და პირველი სტრიქონის დასასრული. თუმცა, წარწერის ტექსტი სრულადაა აღდგენილი. წარწერაში კვრის აღმმართველნი სახელდების გარეშე არიან მოხსენიებულნი. საფიქრებელია, რომ კარცხლბეკის სხვა წახნაგებზე ყოფილიყო წარწერა ამოკვეთილი, სადაც ჯვრის აღმმართველნი პიროვნულად იქნებოდნენ დასახელებულნი. წარმოდგენილ გამოცემაში წარწერის დახასიათება ხდება პალეოგრაფიული ნიშნების დახასიათებით.

Bibliography

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 81-82, თბილისი, 2018

ჯაფარიძე, 1970 ვ. ჯაფარიძე, ქართული ხელოვნებისა და დამწერლობის ახლად აღმოჩენილი უძველესი ძეგლები ქვემო ქართლიდან 52-53, თბილისი, 1970

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 94-95

ჯაფარიძე, 1971 ჯაფარიძე, დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის 1969 წლის მუშაობის მოკლე ანგარიში, 60-61, თბილისი, 1971

ჯაფარიძე, 1971 ვ. ჯაფარიძე, ვ. ართილაყვა, გათხრები დმანისსა და მის მიდამოებში, 2, თბილისი, 1971