სოფ. ველისპირში, წმ. დიმიტრის ეკლესიის კარნიზზე დ. ბერძენიშვილ იხსენიებს ვარაზის მოსახსენებელ წარწერას. სამწუხაროდ, ავტორი კონკრეტულ ადგილმდებარეობას და სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს. აღნიშნული გამოცემის ექსპედიციამ ველისპირის წმ. დიმიტრის ეკლესიის კარნიზზე აღნიშნულ წარწერას ვერ მიაკვლია. წარწერა არც მეორე- წმ. გიორგის ეკლესიაზე აღმოჩნდა. ამრიგად, წარწერის ტექსტი და ზოგადი დათარიღება მოყვანილია დ. ბერძენიშვილის პუბლიკაციის მიხედვით. წარწერის დათარიღება წინა გამოცემაში: განვითარებული შუა საუკუნეები