ECG217

Material: ქვა

Object type: ბალავრის ქვა

Text: ბალავრის ქვა w 840 x h 2720 cm

Letters:

ასომთავრული წარწერა

4-6

Date: 1020-1048/49

Findspot: Unknown

Original location: დმანისი

Current repository: Unknown

Last recorded location(s): ზემო ყარაბულახი

Summary:

Publication details: Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

Interpretive

ქ(ისტე) ად(ი)დ(ე)ნ ღ(მერთმა)ნ დავით მეფ(ე) კ(ვირიკ)ე მეფე

Diplomatic

Ⴕ ႠႣႣႬ ႶႬ ႣႠႥႨႧ ႫႤႴ ႩႤ ႫႤႴႤ

Commentary

სოფლის ცენტრში მფგარი ეკლესიის სამხ. კარის თავზე ბალავარის ქვაზე ამოღარულია 1სტრ. ასომთავრული წარწერა. განკვეთილობის ნიშნები არა ხალავს. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი საშუალო სიგრძის განივი ხაზი. დაზინება: გადარეცხვისა და გამოფიტვისგან წარწერა გაფერმკრთალებულია, მაგრამ სრულად იკითხება. წარწერის დათარიღება წინა გამოცემებში: 1) წარწერაში დასახელებულნი არიან დავით IV აღმაშენებელი(1089-1125) და კვირიკე IV კახთა მეფე (1084-1102) (თ); 2) სომეხი კვირიკიანები დავით და კვირიკე(რ, ბ, ო). წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: წარწერაში მოხსენიებულნი არიან ტაშირ-ძორაკეთის მეფეები დავით I ანოღინი (უმიწაწყლო) (991-1048/49) და მისი უფროსი ვაჟი კვირიკე II (1048/9-1089). ორივეს მეფედ მოხსენიება მათ თანამოსაყდრეობაზე მიგვანიშნებს, რაც დავით I-ის მეფობის მეორე ნახევარში, გაგიკ I(989-1020) ანისის მეფის(რომლის ქვეშერმდომი იყო დავითი) გარდაცვალების შემდეგაა სავარაუდებელი. ზედა ქრონოლოგიური ზღვარი, ბუნებრივია, დავითის ზეობის დასასრულია.

Bibliography:

გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 108-109, თბილისი, 2018bibliography.xmlb7

დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 112 თბილისი, 2014bibliography.xmlb213

გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 15, თბილისი, 2016bibliography.xmlb216

ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, 40, თბილისი, 1994bibliography.xmlb217

Е. Такайсшвили, Археологические екскурсии разыскания и заметки, IV 103, Тб. 1913bibliography.xmlb212