ECG238

Dimensions:

Text: შესრულებული იყო ეკლესიის ქვის ფილაზე. 6 სტრიქონად. w 60 x h 38,6 cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა (მე-17 გრაფემა ლ-ანი ნუსხურად). ქარაგმისა და განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. 3,5-6,5

Date: XI-XII AD

Findspot:Unknown

Original location:მიჯას (ჯავახის) ეკლესია

Last recorded location(s): განთიადის XIX საუკუნის ეკლესია

Text type:Unknown

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

Interpretive

ნადი თუ(ი)ნიერ მ(ა)მ-
[ისა და]წერილი გა[ვუთავე]
[კ](რულ)მცა წ(მიდა)ჲ საყდ[რისაგან]
დ(ა) ვინცა
5 ათსს
იმცა

Diplomatic

ႬႠႣႨ ႧႳႬႨႤႰ ႫႫ
[... ..]ႼႤႰႨႪႨ ႢႠ[......]
[.]ႫႺႠ ႼჂ ႱႠႷႣ[.......]
Ⴃ ႥႨႬႺႠ
5 ႠႧႱႱ
იმცა

Commentary

შესრულებული იყო სოფ. მიჯას (ჯავახი) ეკლესიის ქვის ფილაზე. მოგვიანებით სოფ. მიჯადან მოსახლეობა გადასახლებულა სოფ. განთიადში, სადაც წაუღიათ მიჯას ეკლესიის ეს და სხვა წარწერიანი ქვები და მე-19 საუკუნის ეკლესიის იატაკში ჩაუშენებიათ. დღეს მიჯას წარწერიანი ქვები განთიადის ეკლესიის იატაკიდან ამოლაგებულია და ეკლესიის ეზოში ღია ცის ქვეშ აწყვია. დაზიანება: წარწერიანი ქვა ბოლო რამდენიმე წელია ღია ცის ქვეშ დევს, რის გამოც გამოქარვისა და გადარეცხვის შედეგად, ისედაც დაზიანებული წარწერა კიდევ უფრო რთულად, ფრაგმენტულად იკითხება. თავ-ბოლო ნაკლული. აკლია სტრიქონების კიდეებიც. წარწერის დათარიღების საფუძველი: პალეოგრაფიულად თანადროული უნდა იყოს ივანე ლომსიანიძის წარწერისა. დ. ბერძენიშვილი I სტრიქონზე კითხულობს სიტყვებს: ...ნ ადიდონ ღმერთმან, III-ზე - იმცა, წმიდაჲსა ყ(ოვლისა საოხა)დ, V-ზე - (მოუშალოს კრულია) ღმრთისაგან..., VI-ზე - (ნაწ)ილიმცა...; გ. ოთხმეზური 2016 წლის გამოცემაში I სტრიქონზე კითხულოვს სიტყვას: თჳნიერ, IV-ზე - (შეცვალოს), VI-ზე - (რისხვა)ვმცა (ღმერთი)

Bibliography

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 135-136, თბილისი, 2018

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 29, თბილისი, 2016

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 147 თბილისი, 2014