Material: მუქი ქვა
Object type: სამხრეთ თაღის პილონი
Dimensions:
Text: ტაძრის დას. კარიბჭის ინტერიერში, სამხრეთ თაღის პილონზე, მუქი ფერის ქვაზე. ამოკვეთილია 1 სტრიქონიანი წარწერა. w 158 x h 10 cm
Letters: კიდურწერტილოვანი ასომთავრული წარწერა. ქარაგმის ნიშანი: კიდურწერტილოვანი, კლაკნილი, მოკლე ხაზი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი, ნახმარია საწყის 5 სიტყვასთან. გვხვდება შეწიაღებაც. 3,6-7
Date: XIII AD
Findspot:Unknown
Original location:დმანისის კათედრალური ტაძარი
Last recorded location(s): დმანისის კათედრალური ტაძარი
Text type:Unknown
Editor(s): გიორგი ოთხმეზური
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
Commentary
დაზიანება: ქვის მცირე დაზიანებები არ ასახულა წარწერის ტექსტზე. წარწერის დათარიღება წინა გამოცემებში: ე. თაყაიშვილი წარწერას გიორგი ბრწყინვალის დროით ათარიღებს, ვ. ჯაფარიძე - 1214-1222 წლებით, ვ. სილოგავა - 1207-1223 წლებით. წარწერის დათარიღების საფუძველი: შინაარსი - წარწერის მიხედვით, კარიბჭის მშენებლობის დროს ვინმე აფრიდონს შეუწირავს ეკლესიისთვის 30 დრაჰკანი, ამის აღმნიშვნელი წარწერა, მშენებლობის პროცესში თუ არა, მისი დამთავრებიდან მალევე უნდა გაეკეთებინათ. ე. თაყაიშვილი რამდენიმე სიტყვას განსხვავებულად კითხულობს: აფარნაზ დრაჰკანი დ (4), უფლისა შობასა, კრულ; ლ. მუსხელიშვილიც განსხვავებულად კითხულობს რამდენიმე სიტყვას: ამისა, გაოკვეთა, კროლმცა
Bibliography
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 162-163, თბილისი, 2018
ბაქრაძე, 1954 ლ. მუსხელიშვილი, დმანისი (ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა), შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბილისი, 1938286ბაქრაძე, 1954
ჯაფარიძე, 1982 ვ. ჯაფარიძე, ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლიდან (დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით), 102-103 თბილისი, მეცნიერება, 1982
თაყაიშვილი, 1929 ექვთიმე თაყაიშვილი, სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები, ჟურნ. კავკასიონი, პარიზი 1929, 51-52