წარწერის პირველი სტრიქონი იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე კი - მარცხნიდან მარჯვნივ.
თეო[დოტოს?] ღმრთისა
დაწერილობის მიხედვით (ადრებიზანტიურისათვის დამახასიათებელი ου - ლიგატურა, ε-სათვის η-ს ხმარება) წარწერა ადრებიზანტიური ხანით თარიღდება. მ. მაქსიმოვას აზრით, ნივთი IV-V სს-ით უნდა დათარიღდეს.
წარწერაში საინტერესოა სიტყვა θεο-სთვის ΘΗΟ - დაწერილობა, რაც ამ დროისთვის მთლად ჩვეულებრივი არ არის. წარწერა შინაარსით საქარისტიანო ხასიათისაა, ამიტომ IV ს-ზე ადრე ის ჩვენში ვერ მოხვდებოდა (კიდევაც რომ ნივთი შემოტანილი იყოს და არა ადგილობრივი წარმოშობისა).
ბეჭედი შესწავლილი აქვს მ. მაქსიმოვას. მისი ვარაუდით I ნაწილი წარწერისა არის რომელიმე სახელის შემოკლება: Θεόφιλος, Θεόδοτος... ან Θεός-ისა, ან Θεοτόκος-ისა.