ფირფიტის ცენტრის ირგვლივ, გამოსახულების გასწვრივ ერთ სტრიქონად გამოყვანილია ბერძნული წარწერა (იგი მხოლოდ გამოსახულების თავთან და ფეხებთან არაა). ფირფიტის დიამეტრია 2,6 სმ.
წარწერა შესრულებულია ლამაზი მრგვლოვანი ასოებით.
ერთი არს ღმერთი, შეეწიე (/შემეწიე)
წარწერა ნაკლული არ არის, უვარაუდება, ღმერთი უნდა შეეწიოს ამ ნივთის მატარებელს.
ასოთა მოხაზულობის (მრგვალი ასოები, β-ს თავისებული სახე), იტაციზმის (βοηθι) და გავრცელებული ფორმულის მიხედვით, ნივთი გვიან რომაული, ადრე ბიზანტიური ხანით თარიღდება.