ECG299. ჯამი გრაფიტოთი

Object type: ჯამი

Decoration:

Text: cm

Letters:

Date: V BC (lettering)

Findspot: ითხვისი ჯამი აღმოჩენილია ძვ.წ. V საუკუნის იზოლირებულ სამარხში.

Original location:ითხვისი

Last recorded location(s):

Text type:Unknown

Editor(s): დევიდ ბრაუნდი

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

Μητος

Diplomatic

ΜΗΤΟΣ

Translation (ka)

მეტოსი

Commentary

ჯამზე სახელი ამოკაწრულია ბერძნულად, ტიპური ბერძნული დაბოლოებით, მაგრამ თვითონ სახელი ბერძნული არ ჩანს. ეს ბერძნული ასოებით შესრულებული და ბერძნული ფორმით გადმოცემული ადგილობრივი კოლხური სახელი უნდა იყოს. იმავე სამარხში აღმოჩნდა კოლხური წარმოების დოქი ყურზე ბერძნულად ამოკაწრული სახელ მეტოსის თანხმოვნებით (მონოგრამაში ხმოვნების გამოტოვება შეიძლება რეგიონში არამეულის გავლენის შედეგი იყოს). თუ მხედველობაში მივიღებთ ამ მეორე ნიშანდადებულ ჭურჭელს, სავსებით მიზანშეწონილია იმაზე ფიქრი, რომ მეტოსი სამარხში დაკრძალული მიცვალებულის სახელი იყო. შავლაკიანი ჯამი, ისევე, როგორც ამავე სამარხში ჩატანებული დახლოებით ძვ.წ. 470 წელს დამზადებული შავფიგურული სტილის კილიკი, მისი შეძლებულობის დამადასტურებელია. დანარჩენ ინვენტარს შორის იყო ვერცხლის ომფალოსიანი თასი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - ვერცხლის დიადემა.

Bibliography

ბრაუნდი, 2014 დევიდ ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში: კოლხეთისა და ამიერკავკასიის იბერიის ისტორია ძვ.წ. 550-ახ.წ. 562 წლები, 148

Images

   Fig. 1. Vessel from Itkhvisi