Object type: ბეჭედი - საბეჭდავი
Decoration:
Text: cm
Letters:
Date: III AD (lettering)
Findspot:Unknown
Original location:ჟინვალი
Last recorded location(s):
Text type:Unknown
Editor(s): დევიდ ბრაუნდი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
ბაკურალანა
Commentary
ინტალიო დაკავშირებული უნდა იყოს იბერიის სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელ ბაკურთან. საეკლესიო ისტორიკოს რუფინუსთან შეხვედრამდე, ბაკური რამდენიმე წლის განმავლობაში რომის სამხედრო სამსახურში იდგა. ამიანე იბერიელ ბაკურს ახ.წ. 378 წლის ადრიანოპოლის ბრძოლაში მოიხსენიებს. აქ იგი გვევლინება, როგორც რომაული არმიის მგზნებარე tribunus sagittariorum. მიღებულია, და ალბათ მართებულადაც, მისი გაიგივება რუფინუსის ბაკურთან, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იბერიელ დიდგვაროვანთა წრეში ბაკური იშვიათ სახელს არ წარმოადგენს: ეს სახელი არაერთგზის გვხვდება მეფეთა სიებში. რუფინუსისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი ახ.წ. 378-94 წლებში იყო dux Palaestinae და ამ ხნის განმავლობაში ისტორიკოსთან მას გულითადი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ახ.წ. 402-3 წლისთვის იგი იყო comes domesticorum. სიმამაცით გამოიჩინა თავი ფრიგიდუსთან ბრძოლაში 394 წელს. ამის შემდეგ იგი, შესაძლოა, იბერიაში დაბრუნდა და იქნებ მეფობდა კიდეც, მაგრამ ეს სრულიად გაურკვეველია.
Bibliography
ბრაუნდი, 2014 დევიდ ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში: კოლხეთისა და ამიერკავკასიის იბერიის ისტორია ძვ.წ. 550-ახ.წ. 562 წლები, 355-356