Material: ბრინჯაო
Object type: ბალთა
Decoration:
Text: ორწყება პუნქტირით გაკეთებულ ჩარჩოში შესრულებულია ოთხსტრიქონიანი ასომთავრული ბერძნული წარწერა (წარწერას უჭირავს ფართობი 2,5 სმ x 1,5 სმ), ამჟამად ძალიან დაზიანებული. პირველი სტრიქონი სრულადაა (შესაძლოა თავში აკლია 1 ასო), II სტრიქონში თავში დაზიანებულია 1 ასო, ბოლოში ცუდად ჩანს 1 ასო. ივარაუდება 1 ან 2 ასო კიდევ. III სტრიქონს თავში აკლია 1 ასო, მოჩანს ცუდად 3 ასო, შემდეგ აკლია ალბათ 2 ასო, დაზიანებულია მომდევნო და მოჩანს უკანასკნელი ასო. IV სტრიქონში ჩანს პირველი 3 ასო. შესაძლოა, მეტი არაფერი იყო. w 3,5 x h 1,5 cm
Letters:
წარწერა შესრულებულია პუნქტირით.
Date: V-VI AD (lettering)
Findspot: წებელდა
Original location:წებელდა (ლარი)
Last recorded location(s): სოხუმის მუზეუმი № 74-61/152
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი, >Ю. Н. Воронов
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
წმიდაო პლატონ, შეეწიე (ამის) მატარებელს.
Commentary
დათარიღების საფუძველია ასოთა მოხაზულობა (ძირითადად Α, Β, Ε, Π ასოების), ენობრივი მონაცემი (βοήθει-ზმნასთან დამატება acc-ში).
სხვა დათარიღების მიხედვით ნივთი მიეკუთვნება VII ს-ს, დათარიღების საფუძველია ბალთის ფორმა.
წარწერის პირები (გაშიფრვისა და მსჯელობის გარეშე), რაც მთლად ზუსტი არაა, მოყვანილია ი. ვირონოვის შრომებში.
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 75-76
პატარიძე, 1984 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 75-76
ყაუხჩიშვილი, 2004 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 75-76
მელიქსეთ-ბეგი, 1927 Ю. Н. Воронов, Археологическая карта Абхазии
ბროსე, 1851 Ю. Н. Воронов, Тайна Цебельдской долины, 79