Material: ვერცხლი
Object type: ხატი
Decoration:
Text: ხატის ვერცხლის ნაჭედ ზურგზე ამოტვიფრული იყო ბერძნული იამბიკო. cm
Letters: წარწერა შესრულებულია ლამაზი მომრგვალებული მაღალი ასოებიანი მტავრულით. გვხვდება ლიგატურები, დიაკრიტიკული ნიშნები, მახვილები, ერთ სტრიქონში ორ რიგად ერთმანეთის თავზე ასოები; შემოკლებები არაა (VI სტრიქონში, ბოლოს მარცვალი - ας პირს აკლია შემთხვევით, ან დედანს დაზიანებული აქვს ეს ადგილი). არაა შეცდომები.
Date: XIV-XV AD (lettering)
Findspot: ნაკიფარი
Original location:ნაკიფარი
Last recorded location(s):
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
უბიწო, დედოფალო, ქალწულო, ყოვლადწმინდა, მშობელო ყოვლისა ქმნილებისა შესაქმნელისა, შენ გხატავ გულითადი სურვილით და გამკობ ოქროვერცხლის ხელოვნებით (გაკეთებული) სამკაულით, მხევალი შენი, მარია, ნათლის ღრუბელო, ვეძიებ სულიერი კეთილბუნოვანების სამკაულს, მარიამ, უფალო ყოველთა დედათა, განმაწესე მე მართალთა ხვედრში.
Commentary
ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესიაში დაცული ყოფილა ღვთისმშობლის პატარ ხატი, ეს ნივთი 1931 წლის ექსპედიციის მერე არავის უნახავს (ის არ იყოს ადგილზე არც 1946 წელს, არც 1981 წელს). მასალა თინათინ ყაუხჩიშვილს მოტანილი აქვს ი. პომიალოვსკის კრებულის ( 44-45, ტაბ. №23) და ს. ყაუხჩიშვილის 1931 წლის სვანეთის ექსპედიციის დღიურის მიხედვით.
პირი, ვინც შეთხზა იამბიკო და შეამკობინა ღვთისმშობლის ხატი, ქალია, მისი სახელი არ ჩანს (ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ის მარიამია, ვინაა არ არის ცნობილი).
მ. ბროსე ხატს ათარიღებს 700 წლით (Mélanges asiatiques, II, 275).
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 89-90