უფალო, შეიწყალე სასიკეთოდ და საბედნიეროდ ს(?ქ)ტორიოსი (ამ ნივთის) მატარებელი.
გულსაკიდზე ჩასმული ამეთვისტოს თვალზე გამოსახულება დათარიღებულია ადრიანეს ხანით (II ს-ის პირველი ნახევრით), ხოლო ის წარწერა, რაც ახლა იკითხება, შესრულებულია ადრე არსებულ, შემდეგში გადაშლილ წარწერაზე ზემოდან. თვით გამოხატულება მიჩნეულია რომაული კლასიციზმის ნიმუშად.
ამ ვრცელი ბერძნული ასოებით შესრულებული წარწერიდან ბერძნულ ენაზე გამართულად არის ერთი ნაწილი, ამოკვეთილი მარჯვენა მხარის II-V სტრიქონებში. წარწერის დანარჩენი, უდიდესი ნაწილი ამ წარწერისა და ნივთის მაგიურ დანიშნულებაზე მიუთითებს. ცენტრალურ ნაწილში ძირითადად მაგიური შეძახილებია ღვთაების მიმართ, პირველი სტრიქონია ΙΑΩ ბერძნული ტრანსკრიპციაა ებრაული სიტყვის („იჰვჰ“ ან „იჰვ“ - ეიჰოვა), რაც ნიშნავს „უფალს“. 1-3, 7-8, 10-ე სტრიქონებში ხმოვანთა პატარა ჯგუფებში ხმოვანთა მონაცვლეობაა, ხოლო 11-16 სტრიქონებში 6 ხმოვანია წარმოდგენილი სხვადასხვა დალაგებით (I ხმოვანი გადადის ბოლო ადგილას, სხვა მხრივ ხმოვნების თანმიმდევრობა დაცულია). სხვა მაგიური წარწერების 7 ხმოვნის მაგივრად აქ 6 ხმოვანი გვაქვს 6 მწკრივად, რასაც მნიშვნელობა ენიჭება. IV-V სტრიქონების †ΡΗΙ† და ΩΙΟΜΑΖ(Ξ), ასოთა კომპლექსები აუხსნელია, ხოლო VI სტრიქონის ΜΟΥΛΑΧ (ΙΙ ΜΟΥΜΑΘΙ) პაპირუსებში დადასტურებული ფორმაა, რაც ღვთაების მომაჯადოვებელი სახელია. IX სტრიქონში, თვით ამ ნაწილის ცენტრალურ ადგილას, წერია ΑΒΡΑCΑξ, შელოცვითი წარწერების გავრცელებული ელემენტი (სიმბოლო უზენაესი ძალის ღვთაებისა), იგივე „აბრაქსას“ (ბერძნულად გვხვდება ორივე დაწერილობა). XVIII სტრიქონის ფრაგმენტული ΚΕΒΡΙ, შესაძლოა, ΒΡΑΚ-ΚΟΒΑΡ-ის დაბოლოებაა (ეტიმოლოგია უცნობია).
მარჯვენა მხარის პირველ-მეორე სტრიქონებში იკითხება CΕCΕ..ΕΝΦΑΡΑΓΓΗ | ΘΩΒΑΡΡΑΒΑΥ... ἐν φάραγγι დამოუკიდებლად ბერძნული (ნიშნავს - კლდეში, ხეობაში), Θωβαρραβαυ - გვხვდება სხვა მაგიურ წარწერებშიც; მაგრამ შესაძლოა, მთელი ეს ნაწილი ბერძნულად ნაწერი ზენდური და ქალდეური სიტყვებია, რაც ამ შემთხვევაში აძლიერებს მაგიის ძალას, მათ რეალური მნიშვნელობა არ აქვთ.
შინაარსის მქონე წარწერის შემდეგ V სტრიქონში არის ΙΩΝΙΑ (Ἰωνία-სთან შემთხვევით დამსგავსებული), VI სტრიქონში ისეთივე ΙΑΡΒΑΘ, რაც წარწერის მარცხენა ნაწილშიცაა, საკმაოდ გავრცელებული სხვადასხვა ამულეტებზე. ამავე V-VI სტრიქონებში არის უაზრო ხმოვანთჯგუფები (ΟΙΩΕΑΧ, ΙΑΩΩΗΙΟΕΗ).
მარცხენა მხარის წარწერაში გარდა უკვე ხსენებული ΙΑΡΒΑΘ -ისა (სტრ. VI), გვაქვს ΑΒΛΑ...ΝΑΘΑΝΑΛΒΑ (I-II სტრ.), რაც ნიშნავს „შენ ხარ ჩვენი მამა“, დადასტურებული მრავალ ამულეტზე და Χ-ს შემცველი უაზრო მარცვლები მთელ სტრიქონად (Vსტრ.) ΧΑΒΑΡΒΑΡΘΑΡΟΥΡΟΧΑΧ, რისი ანალოგიურებიც იძებნება მაგიურ ტექსტებში. ამას გარდა, IV სტრიქონში არის ბგერათკომპლექსი ΓΡΑΜΝΗ, რასაც ბერძნული იერი აქვს; I სტრიქონში ხმოვანთკომპლექსია (აკლია მხოლოდ ხმოვანი Ε), III სტრიქონში უაზრო - † ΝΗΤΥΩΡΑΗΡ და IV სტრიქონში † ΙΒΑΩ.
გემმის საგანგებო შესწავლის შედეგად ზემოთმოყვანილი წარწერის ქვეშ გამოვლენილია ადრინდელი წარწერის ფრაგმენტები. ცენტრალურ ნაწილში: III სტრ. ΑΗ\\ IV სტრ. Η. მარჯვენა ნაწილში: I სტრ. DΑΓΓ, II სტრ. Ο, V სტრ. VI სტრ. Λ ΙΩ Ο Ω , VI სტრ. Β ΘΙ ΕΟ. მარცხენა ნაწილში: I სტრ. ΑΡ∕ΟC Λ III სტრ. ΧΝΗΤ ΩΟΡ IV სტრ. Ι ΛΒ Θ ΓΡ Μ ΔΗΚ Ω V სტრ. ΔΒ Θ ΑΡΘΟΧ ΧΙ. იმის მიხედვით, რაც ჩანს, ადრინდელი წარწერაც მაგიურის შთაბეჭდილებას ახდენს; ასოთა ბერძნულად გაუაზრებელი კომპლექსები ჰგავს იმას, რაც შემდეგ, ამჟამად მკაფიოდ დაცულ წარწერაშია (შდრ. მარცხენა ნაწილის - ΑΡΒΑΘΑΓΡΑΜΝΗ, ΧΑΒΑΡΘ... ΡΧΑΧ - შესაბამის ქვედა ადგილს; მარჯვენა ნაწილის ΑΒΡΑΘΙ მის შესაბამისს).
ამგვარად ნივთი წარმოადგენდა ამულეტს და მისი მფლობელია სტორიოსი თუ ქტორიოსი (სახელი ამ ფორმით არაა ლიტერატურაში დადასტურებული, გვხვდება Στοπέσας და Ὀστώριος, საიდანაც კანონზომიერად შეიძლება „სტორიოსის“ მიღება) უფალს შეწყალებას სთხოვს; ეს თხოვნა - მიმართვა ჩართულია ვრცელ მაგიურ ტექსტში. ადრინდელი, შემდეგში გადაშლილი ტექსტიც ასევე მაგიური იქნებოდა. მთელი ეს წარწერა (ადრინდელი განსაკუთრებით) გარკვეულ მიმართებაში იქნებოდა ამავე ნივთზე გამოსახულ არიადნასთან, რომელიც მჭიდრო კავშირშია დიონისეს კულტთან და მიჩნეული იყ ვეგეტაციის ღვთაებად.
დათარიღება ხდება ასოთა მოხაზულობის (სამგვარი ε: Ε, Σ; ორგვარი θ, ο, ω, υ - Θ; Ο; ; Υ, V; ასოთა მიდრეკილება კუთხოვნობისკენ: Β, Ρ; ξ-Ζ), ორიოდე ლიგატურისა () და რომაულ ხანაში ფართოდ გავრცელებული აბრასაქსის მიხედვით (ეს დათარიღება ეხება არა მხოლოდ მეორად წარწერას, არამედ I, გადაშლილ წარწერასაც).
რამდენადაც ბერძნულად აზრის მქონე წარწერაში გვაქვს მიმართვა κύριε (უფალო), დამახასიათებელი ქრისტიანული წარწერებისათვის, ის III-IV-ისა უნდა იყოს.