ატ(უ)რთ(უ)ხ(უ)ც(ე)სისა ას(უ)ლისა და გურკენე-
ლისა ს(უ)ლას მეუღლისა
თამ(ა)რისი შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ
Material: ქვა
Object type: ეპიტაფია
Dimensions: w 79,5 x h 182 cm
Text: წარწერა ოთხსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია რუხი ფერის ოთხკუთხა საფლავის ქვაზე, რომელიც ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის კარიბჭის იატაკში, საფლავის ქვების აღმოსავლეთიდან პირველ რიგში, სამხრეთიდან მეორე და მეოთხე საფლავის ქვებს შორის არის ჩადგმული. საფლავის ქვა სამ ნაწილად არის გადატეხილი, თუმცა ნაწილები ერთმანეთისაგან დაცილებული არ არის. w 44,5 x h 52,5 cm
Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა 3,5-9
Date: XIII-XIV AD (lettering)
Findspot: ქობაირის მონასტერი, სომხეთი
Original location:ქობაირის მონასტერი, სომხეთი
Last recorded location(s): ქობაირის მონასტერი, სომხეთი
Text type:Unknown
Editor(s): თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე
Changes history:2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
ეს არის საფლავი ივანე მანდატურთუხუცესის ასულის, სულა გურკენელის მეუღლის, თამარის. შეუნდოს ღმერთმან.
წარწერაში ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია განივი ტეხილი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები: ორწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტის ბოლოს დასმული იყო წვერით მარჯვნივ მიმართული ისრისპირისებური ნიშანი. ტექსტში ბგერა უ, ერთ შემთხვევაში, Ⴍ-ს (ო) საშუალებით არის გადმოცემული; გვხვდება ლიგატურებისა და შეწიაღების შემთხვევები. საფლავის ქვის ზედაპირი გადაცვეთილია, რის გამოც მთელი რიგი გრაფემები გაჭირვებით იკითხება, ზოგიერთი გრაფემა კი საერთოდ აღარ განირჩევა.
თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშიძის დაკვირვებით, თამარ მხარგრძელის ეპიტაფიაში „გურკენელის“ ფორმით XIII საუკუნის სამცხის ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული არისტოკრატული გვარი - გურკელელი//გურკლელი უნდა იყოს მოხსენიებული. თუ ეს დაკვირვება სწორია, მაშინ გამოდის, რომ ეპიტაფიას არამხოლოდ მხარგრძელთა ფეოდალური სახლის, არამედ გურკელელთა საგვარეულოს ისტორიისათვისაც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის. ეპიტაფიის ტექსტიდან, სახელდობრ, ირკვევა შემდეგი: 1. წარწერაში მოხსენიებულია, დაახლოებით, XIII საუკუნის II ნახევარსა და XIV საუკუნის I ნახევარში მოღვაწე უცნობი ისტორიული პირი - სულა გურკენელი, რომელიც ქართველი ანონიმი ჟამთააღმწერლის „ასწლოვანი მატიანიდან“ კარგად ცნობილი ისტორიული პირების - საქართველოს მეფეების რუსუდანისა (1223-1245 წწ.) და დავით VI ნარინის (1246-1249/1259 წწ.) ამირეჯიბის ბეშქენ მახუნჯაგის ძე გურკელელისა (1240-იანი წწ.) და ამ უკანასკნელის ძმისა თუ ვაჟის მურვან გურკელელის (1260-იანი წწ.) შთამომავალი უნდა იყოს. 2. ეპიტაფიიდან ცნობილი ხდება, რომ მანდატურთუხუცეს ივანე II მხარგრძელის ოჯახი გურკელელთა საგვარეულოსთან ქორწინების გზით იყო დანათესავებული: ივანე II-ის ასული თამარი სულა გურკენელის მეუღლე იყო. საგულისხმოა, რომ მხარგრძელთა და გურკელელთა ფეოდალური სახლების წევრებს არამხოლოდ XIII საუკუნის II ნახევარსა და XIV საუკუნის I ნახევარში, არამედ შედარებით უფრო ადრეულ პერიოდშიც ერთმანეთთან საკმაოდ ახლო კავშირურთიერთობები ჰქონდათ: ივანე II მხარგრძელის მამა, შანშე I მხარგრძელი, XIII საუკუნის I ნახევარსა და შუახანებში (1261/1262 წ-მდე) მანდატურთუხუცესის სახელოს ფლობდა, სულა გურკენელის ერთ-ერთ ახლო წინაპარს, ბეშქენ გურკელელს კი, იმავე პერიოდში, ამირეჯიბის, ანუ მანდატურთუხუცესის თანაშემწის თანამდებობა ეკავა და სწორედ შანშე I-ის ხელქვეითი მოხელე იყო.
ჯოჯუა, გაგოშიძე, 2013 თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე, ქობაირის, ჰნევანქისა და ახტალის მონასტრების ქართული ლაპიდარული წარწერები, 273-274
მურადიანი, 1977 პარუირ მურადიანი, სომხეთის ქართული წარწერები, წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა (სომხურ ენაზე), 178-179, ტაბ. XIX, სურ. 4
მურადიანი, 1977 ქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია, ქობერის მონასტრის ქართული წარწერებიხ, 10-14