† სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, წმიდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმიდა გიორგის შეწევნით, [იოანე] ნათლისმცემლის და ყოველთა წმიდათა თანადგომით ღირსი გავხდით ჩუენ, გლახაკნი და კაცთა შორის უნარჩევესნი, ოთნი ძმანი ძნელაჲს ძენი, ამ წმიდა საყდრის აშენებისა, დასხმად ორ წელიწადში ორთა ბალავართა, აბაზას მეფობისა და დემეტრეს მღდელთმოძღურობის დროს. სადიდებლად ღმრთისა, სალოცველად სულთა მშობელთა ჩუენთა. ქრონიკონი იყო 255.
წარწერა 1964 წელს შეისწავლა და გამოსცა ლეონ მელიქსეთ-ბეგმა. 1977 წელს გამოაქვეყნა პარუირ მურადიანმა, ხოლო 1980 წელს მისეული შესწორებებით - ვალერი სილოგავამ. ვალერი სილოგავას დათარიღებით, წარწერა 1035 (780+255) წელსაა შესრულებული. პარუირ მურადიანი მას 1095 წლით ათარიღებს, ლეონ მელიქსედ-ბეგი კი - 1135 წლით. წარწერაში დასახელებულ დემეტრეს პარუირ მურადიანი დემეტრე კათალიკოსად მიიჩნევს, ხოლო ვალერი სილოგავა - დემეტრე ჰინვანელად. ეს უკანასკნელი იხსენიება კურთანის წარწერაშიც.