სულსა ქოჟიგისა...
შაჰბან ჰაფიზოვის აზრით, წარწერა ტ. გუდავას მიერ ამოკითხული ჩახუტის წარწერის მსგავსად მთავრდება სიტყვებით: ს(უ)ლსა ქოჟიგისა (შდრ. ტ. გუდავას მიერ ამოკითხული: ს(უ)ლსა ჩახუტისსა). ვინაიდან ტ. გუდავას ტექსტი იწყებოდა სიტყვებით: ჯვარი ქრისტესი. უფალო განუსვენე..., ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ მურუხის წარწერაშიც გამოითხოვდნენ ვინმე ქოჟიგის სულის განსვენებას.