დედა ღმრთისა
აჰა კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი (ინე, 1, 29)
კაბენის, იგივე ყანჩავეთის ღვთისმშობლის ეკლესია (აგებული VIII-IX ს-ში და საფუძვლიანად გადაკეთებული XII-XIII სს-ში: Г. Чубинашвили, Архитектурные памятники VIII и IX века в Ксанском ущелье: Ars Georgica I, 1-31. ექ. თაყაიშვილს ტაძარი XII-XIII სს-ში აგებულად მიაჩნია და XIV ს-ში გადაკეთებულად. იხ. მისი Археологические экскурсии... V 114) ძალიან დაზიანებულია.
სამხრეთის თაღის წარწერაში შემოკლება ამ, ასე გავრცელებული წარწერისა მთლად ჩვეულებრივი არ არის: აქ აღებულია მხოლოდ პირველი ასოები ორივე სიტყვისა (Μ / Θ).
ტექსტის მიხედვით გამოსახული ფეხშიშველა შარავანდედიანი მამაკაცი არის იოანე ნათლისმცემელი.
კაბენის მხატვრობის ის ფენა, რაზედაც ბერძნული წარწერებია, ძირითადად XII-XIII სს-ით თარიღდება. შესაბამისად, ბერძნული წარწერაც ამ დროისაა. რაიმე საგანგებო თავისებურება დამწერლობის თვალსაზრისით ამ წარწერას არ გაჩნია, მაგრამ იგი გვიანშუა საუკუნეების წარწერებთან შედარებით უფრო ადრეული ჩანს.