ECG425. იკვის წმ. გიორგის ეკლესიის წარწერა

Object type: ფრესკა

Decoration:

Text: იკვის წმ. გიორგის XI ს-ის ეკლესიაში შემორჩენილია XII-XIII სს-ის ფრესკები. გუმბათში, ზემო რეგისტრში ამაღლების სცენიდან დაცულია 12 მოციქულის გამოსახულება, ხოლო მის ქვემოთ, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეებში, ორ სარკმელს შორის ჯვარცმის ფრაგმენტები (Н. И. Толмачевская, Фрески древней Грузии, Тифлис, 1931. 11) შეიძლება ერთი არის ჯვარცმა, ხოლო მეორე გარდამოხსნა. ჩრდილოეთის მხარეზე შემორჩენილია ჯვრის ზედა ჰორიზონტალური ნაწილი, რომელზეც არის წარწერა; სამხრეთის მხარეზე ასევე ჯვრის ზედა ნაწილზეც იკითხება წარწერა. cm

Letters: ფრესკაზე წარწერები შესრულებულია ასომთავრული ბერძნულით. ასოთა ამგვარი მოხაზულობა (α, λ, δ - ზემოთ, მარცხნივ დამატებითი შტრიხით; β, ω...) გვხვდება ბიზანტიური ხანის შუა პერიოდისათვის (X-XIII სს.).

Date: XII-XIII AD (lettering)

Findspot: იკვის წმ. გიორგის ეკლესია

Original location:Unknown

Last recorded location(s): იკვის წმ. გიორგის ეკლესია

Text type:Unknown

Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

1
Ἰ(ησοῦς) ὁ βασιλεὺς τ(ῆς) δω(scil. ξης)
2
Ἰ(ησοῦς) ὁ βασιλεὺς τ(ῆς) δω(scil. ξης)

Diplomatic

1
ΙΟΒΑΣΙΛΕΥΣΤΔΩ(scil. ΞΗΣ)
2
ΙΟΒΑΣΙΛΕΥΣΤΔΩ(scil. ΞΗΣ)

Translation (ka)

იესუ მეუფე დიდებისა

Translation (ka)

იესუ მეუფე დიდებისა

Commentary

ფორმულა: ὁ βασιλεὺς τῆς δόξης - ჩვეულებრივია. ამ წარწერის თავისებურებაა წინ Ι, რაც სხვა, ანალოგიურ წარწერებში არ გვხვდება.

ფრესკებს ხელოვნებათმცოდნენი ძირითადად XII-XIII სს-ით ათარიღებენ. ცხადია, ფრესკები და მათზე გამოყვანილი წარწერები თანადროულია.

Bibliography

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 203-204

Images

   Fig. 1. Fresco in the Ikvi Church of St. George