ECG426. ტიმოთესუბნის ტაძარი, საკურთხევლის კონქის წარწერა

Object type: ფრესკა

Decoration:

Text: ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკებზე მრავალი ქართული, ვრცელი ასომთავრული წარწერის გვერდით არის რაოდენობის მხრივ უმნიშვნელო ბერძნული წარწერებიც. ა. სამხრეთის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, აქეთ-იქით მთავარანგელოზებით და წინასწარმეტყველებით. მთელ ამ ფრესკას შემორჩენილი აქვს წარწერის ნაწილი. ღვთისმშობლის მარცხნივ მდგომ მთავარანგელოზთანაც არის წარწერა; ბ. საკურთხევლის აფსიდაში ცენტრალური სარკმლის თაღში გამოსახულია ჯვარი, რომელსაც აქვს ბერძნული წარწერა; გ. სამხრეთის კედელზე სარკმელთან ფრესკაზე ლოცვა სასუმელისა - ქრისტეს გამოსახულებას შარავანდს ზემოთ აქვს ბერძნული წარწერა; დ. ამავე კედელზე სარკმელებს შორის არის ფრესკა "გარდამოხსნა ქესი", რომელსა ჯვრის ფირფიტაზე აქვს ბერძნული წარწერა. მის ქვემოთაც არის წარწერა; ე. დასავლეთ კედელზე სამოთხის კომპოზიციაში გამოსახულ ქრისტესაც აქვს ბერძნული წარწერა. cm

Letters:

Date: XIII AD (lettering)

Findspot: ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძარი

Original location:ტიმოთესუბანი

Last recorded location(s): ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძარი

Text type:Unknown

Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

1
μ(ήτη)ρ θ(εο)ῦ ὁ ἀρχ(άγγελος) Μιχαιλ
2
Ἰ(ησοῦ)ς Χ(ριστό)ς
3
Ἰ(ησοῦ)ς Χ(ριστό)ς
4
Ἰ(ησοῦ)ς βασιλεὺ(scil. ς) τις δόζ(scil. ης) Ἰ(ησοῦ)ς Χ(ριστό)ς
5
Ἰ(ησοῦ)ς Χ(ριστό)ς

Diplomatic

1
ΜΡΘΥΟΑΡΧΜΙΧΑΙΛ
2
ΙΣΧΣ
3
ΙΣΧΣ
4
ΙΣΒΑΣΙΛΕΥ(scil. Σ)ΤΙΣΔΟΖ(scil. ΗΣ)ΙΣΧΣ
5
ΙΣΧΣ

Translation (ka)

დედა ღვთისა მთავარანგელოზი მიქაელი

Translation (ka)

იესუ ქრისტე ძლევაჲ

Translation (ka)

იესუ ქრისტე

Translation (ka)

იესუ მეუფე დიდებისა იესუ ქრისტე

Translation (ka)

იესუ ქრისტე

Commentary

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობა XIII ს-ით არის დათარიღებული (Е. П. Привалова, Роспись Тимотесубани, Тб. 1980).

βασιλεω ფორმისათვის βασιλεῦς მცდარი ფორმაა. ე. პრივალოვას აზრით, მცდარია ფორმულაც, უნდა იყოს ΙΝΒΙ (Ἰησοῦς Ναζαραῖος βασιλεὺς Ἰουδαίων - იესუ ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა). ეს შეცდომა მას ახსნილი აქვს შემსრულებლის არაბერძნული წარმოშობით.

Bibliography

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 231

Images

   Fig. 1. Fresco in the Timothesubani Church of the Holy Mother of God, 1983