მე ვარ ანი და ჰოე...
როგორც ცნობილია, წარწერაში გამოყენებული აღნიშვნა პირველი საუკუნეებიდან მომდინარეობს. იგი ქრისტეს სიმბოლოა და წარმოადგენს იოანეს გამოცხადებიდან ადგილს, შეიძლება ითქვას, შემოკლებით გადმოცემას. ეს ადგილია: 1,8 და 21,6: "ἐγώ εἰμι τὸ ἄλφα καὶ τὸ ὦ... λέγει Κύριος ὁ θεός" ("მე ვარ ანი და ჰოე... იტყვს უფალი").
ქვა ამჟამად სწორად არაა ჩადგმული (180 გრადუსით არის შესაბრუნებელი), ჩანს ძველი მასალა (დაახლოებით VI-VII სს-ის ქვა) გამოიყენეს შემდეგ და ისე ჩასვეს, როგორც მოხვდათ.
წარწერა საინტერესოა პალეოგრაფიული თვალსაზრისით: α საკმაოდ სტილიზებულია (ბევრი დამატებითი შტრიხი აქვს), ხოლო ω წესიერი ფორმისა არც კია, მთლიანად შესაბრუნებელია. სავარაუდოდ ეს ადგილობრივი მჭრელის შეცდომა უნდა იყოს.