დედა ღმრთისა
იესუ ქრისტე ძლევაჲ
ექ. თაყაიშვილს ამ ხატთან დაკავშირებით მოაქვს ბერძნული წარწერა ΓΡΕΠΚΟΟC, რაც ახლა აღარ იკითხება. ეს უნდა იყოს ღვთისმშობლის ეპითეტი: γοργοϋπήκοος - მალიადმორჩილი (ასეთივე ეპითეტი არის ადიშის ხატზედაც. ხელოვნებათმცოდნეთ მიაჩნიათ, რომ ეს ხატი არის "ღვთისმშობლი მოწყალე" (eleusa). შდრ. ლ. ხუსკივაძე... 84 (და მაშასადამე, არა "მალიადმორჩილი").
შემორჩენილ ბერძნულ წარწერათა დათარიღება ქართული წარწერისა და მინანქართა მხატვრული ანალიზის მიხედვით ხდება. ბერძნული ეპიგრაფიკულ-პალეოგრაფიული მონაცემები მხარს უჭერს ამ დათარიღებას.