ქ. გრიგოლს, გალატოსთუხუცესს, ღმერთმა შეუნდოს, ამინ.
ფილის გვერდები ჩამოტეხილია, ხოლო მისი წინა პირის ზედა ნაწილი მორკალურად არის გათლილი. ფილის შუაში გამოსახულია მაღალი რელიეფით შესრულებული, ბოლოებგამსხვილებული ჯვარი (43-29 სმ). მისი ზედა მკლავი მარცხენა მხარეს ჩამოტეხილია. ჯვრის მარცხენა მხარეს, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მკლავებს შორის, წარმოდგენილია ასევე მაღალი რელიეფით. მამაკაცს ხელები ვედრების ნიშნად ჯვრისკენ აქვს მიმართული. გამოც.: 1) М. Джанашвили, От Ново-Сенак ,1907 с. 18 (ჯ). 2) ქწკ, II, 83, N69. 3) Дж. Гамахария Б. Гогия Абхазия с. 812, N1; 4) Л. Ахаладзе Епиграфческие памятники Абхзии с. 366