წარწერიანი ქვა დაზიანებულია. მოტეხილია მისი დასაწყისი მარცხენა ქვედა კიდე და შუა ნაწილი. თუმცა წარწერა თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება.
წარწერის დათარიღების საფუძველი: ნუსხური ასოების შერევის საფუძველზე, წარწერის ქრონოლოგიას X-XI საუკუნეებით ათარიღებენ. დევი ბერძენიშვილი წარწერის თარიღს XII-XIII საუკუნეებით განვსაზღვრავს.