ხეოთის ვაჩაჲს, გურაჲს და მირაჲს წარწერა

№ ECG107 📅 X 🌐 ka
XML

მოსახსენებელი

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG107
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
ვალერი სილოგავა
დათარიღება · Dating
X

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
ზომები · Dimensions
52 × 87 × 20 cm
განლაგება · Layout
წარწერა ოთხსტრიქონიანია
დამწერლობა · Script
ამოღარული ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა, მკაფიო და ღრმა კვეთით, მოზრდილი ასოებით. მასში შერეულია ნუსხური ასოები: ო, ლ, უ

ადგილმდებარეობა · Location

აღმოჩენილია· Found
სოფელ ხეოთის ნამონასტრალი
დაცულია · Current
სოფელ ხეოთის ნამონასტრალი
გარემოებანი · Circumstances
1995-1996 წლებში არქეოლოგიური გათხრებისა და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად აღმოჩნდა წარწერები ეკლესიის ნანგრევების შერჩენილი კედლების სხვადასხვა ქვაზე (9 მათგანი). ოთხი წარწერა სამრეკლოზე მანამდეც იყო ცნობილი, ორი გარეთ და ორიც მის შიგნით, ეკლესიის საკურთხეველში. როგორც ჩანს, XIV-XV საუკუნეებში სამრეკლოს აშენების დროს წარწერიანი ქვები მეორედ გამოიყენეს და თვალსაჩინო ადგილას ჩასვეს - ეკლესიის საკურთხეველში, ერთადერთი სარკმლის ორივე მხარეს, ზედ ტრაპეზის ქვის გასწვრივ. 1997 წლის მონაცემებით ვაჩაჲს, გურაჲს და მირაჲს წარწერის ფილა დევს სამრეკლოს დასავლეთ შესასვლელის მარცხნივ, იმპოსტზე, პირით სამხრეთისაკენ.

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

(რისტ)ე გა(ნ)(ჳ)(უ)ენე სოჳლსა
ვაჩაჲსასა
გო(ჳ)რაჲსასა
(ი)რა(ჲ)(ა)(ა)

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ႵႤ ႢႠႭႱႤႬႤ ႱႭჃ
ႪႱႠ ႥႠႹႠჂႱ
ႠႱႠ ႢႭႰႠჂ
ႱႠႱႠ ႫႰႠႱႱ

ქართული

ქრისტე, განუსვენე ვაჩაჲს, გურაჲსა და მირაჲს სულებს.

სოფელი ხეოთი ისტორიულ სამცხეში, ახალციხიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ზე, მდ. ურავლისწყლის ერთ-ერთი შენაკადის ბუზიყლაპიას ნაპირზე მდებარეობს. აქ არის ძველი, X საუკუნის ეკლესიის ნანგრევები და XIV-XV სს. სამრეკლო. სამრეკლო წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. მისი პირველი სართული კუბის ფორმისაა, ხოლო მეორე - თერთმეტმალიანი ღია თაღებით შედგენილი ფანჩატურია. პირველი სართული ეკლესიაა. ეკლესიის ქვემოთ, ზედ დასავლეთს კართან, შიდა მხარეს, კიდევ არის ქვემოთ ჩასასვლელი, სადაც კრიპტაა - მიცვალებულთა სამარხი. წარწერაში ქარაგმის ნიშანად გამოყენებულია განივი, სწორი ხაზი. ვალერი სილოგავას აზრით, ბოლო სახელი შესაძლებელია, ასევე, წავიკითხოთ, როგორც „მირიანისასა“. რაც შეეხება დათარიღებას, გამომცემელს მიაჩნია, რომ ვინაიდან წარწერაში ასომთავრულ ანბანში შერეულია ნუსხური ასოები, რასაც ეპიგრაფიკაში ადგილი IX საუკუნიდან აქვს, შესაძლებელია ხეოთის წარწერები და ეკლესიაც IX საუკუნით დათარიღდეს.

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">

                        <!--ქე გაოსენე სო
                            ლსა ვაჩაჲს
                            ასა გორაჲ
                            სასა მრასს-->

                <ab>
                   <lb n="1"/><w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
                        <w lemma="განსუენება"><expan><abbr>გა</abbr><ex>ნ</ex><abbr>ო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>ს</abbr><ex>უ</ex><abbr>ენე</abbr></expan></w>
                            <w lemma="სულ">სოჳ
                   <lb n="2" break="no"/>ლსა</w> <persName type="local" key="ვაჩა">ვაჩაჲს
                    <lb n="3" break="no"/>ასა</persName> <persName type="local" key="გურა"><expan><abbr>გო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>რაჲ
                    <lb n="4" break="no"/>სასა</abbr></expan></persName> <persName type="local" key="მირა"><expan><abbr>მ</abbr><ex>ი</ex><abbr>რა</abbr><ex>ჲ</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex></expan></persName>
                </ab>
               </div>