საფარის მიძინების ტაძრის წარწერა ეკლესიის მაკურთხებელი მაცხოვრის რელიეფზე

№ ECG128 📅 X 🌐 ka
XML

სავედრებელი

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG128
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
ვალერი სილოგავა
დათარიღება · Dating
X

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
განლაგება · Layout
წარწერა სამსტრიქონიანია. იგი შესრულებულია სიუჟეტიანი ფილის ფრაგმენტზე. მასზე შემორჩენილია ტახტზე დაბრძანებული მაცხოვრის გამოსახულება, რომელსაც მარცხენა ხელში დაკეცილი კოდექსი უჭირავს, ხოლო მარჯვენა ხელით ეხება (აკურთხებს) ბაზილიკური ტაძრის (ძალზე ფრაგმენტულად შემორჩენილის) სახურავს. ფილის ზედა კიდეში განმარტებითი წარწერების ფრაგმენტებია. როგორც ჩანს, საფარის მიძინების ტაძრის ერთ-ერთ კედელში თავის დროზე ჩასმული იყო X ს-ის რელიეფი ტაძრის მაკურთხებელი მაცხოვრის გამოსახულებით და შესაბამისი წარწერებით, რომელთაგან დღეს მხოლოდ ეს ფრაგმენტი შემორჩ
დამწერლობა · Script
ამოღარული ასომთავრული წარწერა

ადგილმდებარეობა · Location

აღმოჩენილია· Found
საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი
დაცულია · Current
საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

(ესო)
[ქ(რისტ)ე]
[სიო]ნი

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ႨჃ
ႬႨ

ქართული

იესუ ქრისტე... სიონი

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის არის მიძინების ტაძარი. ვალერი სილოგავას აზრით, საფარის რელიეფზე ისეთივე სიუჯეტი ყოფილა წარმოდგენილი ეკლესიის მაკურთხებელი მაცხოვრის გამოსახულებით და შეიძლება ქტიტორის თუ ქტიტორთა სახელების აღნიშვნით, რომლებიც არ შემორჩენილა, როგორიც ოპიზის 923-937 წწ. დათარიღებულ ცნობილ რელიეფზეა (ნ. ალადაშვილი, რელიეფი ოპიზიდან აშოტ კურაპალატის გამოსახულებით, საქ. მეც. აკად. მოამბე, ტ. XV, N7, 1954, 473-478). ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილის დროიდან ცნობილია, რომ „სიონი ქართულად „ბაზილიკასა“ ჰნიშნავდა“ (ივანე ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, I, მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბ, 1948, 77). ხოლო გ. ჩუბინაშვილმა ამ ტერმინს ცალკე ნარკვევი მიუძღვნა მის ცნობილ მონოგრაფიაში ბოლნისის სიონის შესახებ. მისი დასკვნით, მთავარია არა ის, რომ იგი არქიტექტურული ტერმინია, რაც, ალბათ, უფრო შემთხვევითია და ნაკარნახევია ამ სახელის იერუსალიმური ეკლესიის ბაზილიკური ფორმით, არამედ ის, რომ იგი ყოველთვის მიემართება ღმრთისმშობლის (და თვით ღმრთისმშობლის მიძინების) სახელზე აგებულ ტაძრებს (Н. Г. Чубинашвили, Болнисский сион, ენიმკის მოამბე, IX, 1940, 83-85). ვალერი სილოგავა მიიჩნევს, რომ საფარაში ყველა ეს პირობა სახეზეა - აქ არის ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული X ს-ის ტაძარი, აქ აღმოჩნდა რელიეფის ფრაგმენტი, რომელზე გამოსახულ ეკლესიას, წარწერის მიხედვით, სიონი ეწოდება. ამდენად, ამ რელიეფის წარწერების წარმოდგენილი აღდგენები სავსებით საფუძვლიანია. ქართულ ეპიგრაფიკაში ცნობილია სხვა შემთხვევაც, როდესაც ბაზილიკური ტაძარი განმარტებულია, როგორც „სიონი“. ესაა XI საუკუნის ფრესკული კომპოზიცია ოთხთა ეკლესიის საკურთხეველში (ვ. სილოგავა, კ. შენგელია, ტაო-კლარჯეთი, თბ. 2006, 758, ტაბ. 134). აქ გვირგინოსან ღვთისმშობელს ხელში უჭირავს ბაზილიკური ტაძარი, რომელიც საღებავით მიწერილი თანადროული წარწერით განმარტებულია, როგორც „სიონი“.

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
                
                        <!--  "იჳ 
                               [ქე]
                              [სიო]ნი"-->                                           
                                
                <ab>
<lb n="1"/><w lemma="იესუ"><expan><abbr>ი</abbr><ex>ესო</ex><abbr>ჳ</abbr></expan></w>
<lb n="2"/><supplied reason="lost"><w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ე</abbr></expan></w></supplied>  
<lb n="3"/><w lemma="სიონ"><supplied reason="lost">სიო</supplied>ნი</w>    
                 </ab>
               </div>