სიმონ კანანელის ტაძრის ბერძნული წარწერა

№ ECG405 📅 IX-X 🌐 grc
XML

მოსახსენებელი

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG405
ენა · Language
grc
რედაქტორი · Editor
თინათინ ყაუხჩიშვილი
დათარიღება · Dating
IX-X

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
განლაგება · Layout
სიმონ კანანელის ტაძრის სამხრეთ კედელზე, კარების თავზე, დედამიწიდან 1 მ. 95 სმ-ის სიმაღლეზე გაკეთებულია რელიეფური ჯვარი, რომელშიც ჩაჭრილია ბერძნული წარწერა. წარწერა არის ასევე ჯვრის მარცხნივ და მარჯვნივ (ამ წარწერებიდან ჯვრის ქვემოთა ფეხამდე 74 სმ-ია, ე.ი. სიმაღლეზე ამ გამოსახულებას და წარწერებს უჭირავს 2 მ. 70 სმ, ხოლო სიგანე - 2 მ. 2 სმ).
დამწერლობა · Script
ასოები მთავრულია (ჯვარში ჩაწერილი ასოები (Ν, Χ, C) დაახლ. 5 სმ-ის სიმაღლისაა და 3-4 სმ-ის სიგანისაა; ჯვარის გარეთა ასოები სიმაღლით 10 სმ, სიგანით - 7-10 სმ. აქვთ ზემოდან დაქარაგმების ნიშანი 10-15 სმ-ის სიგრძის (ასოს სიგანის შესაბამისად).

ადგილმდებარეობა · Location

აღმოჩენილია· Found
ახალი ათონი · New Athos

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

Μ(ήτηρ) Φ(ωτὸς) Σωτῆρος Γεώργιος Ὑπέρτιμος Ζικχίας(ησοῦ)ς Χ(ριστό)ς νι(κ)

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

Μ Φ ΣΩΤΗ͂ΡΟΣ ΓΕΏΡΓΙΟΣ ὙΠΈΡΤΙΜΟΣ ΖΙΚΧΊΑΣ ἸΣ ΧΣ ΝΙΑ͂Ι

ქართული

დედა ნათლისა მაცხოვრისა, გიორგი ყოვლადპატიოსანი (წინამძღვარი) ჯიქეთისა (?) იესუ ქრისტე, ძლევაჲ

თარგმანის მეორე ვარიანტი - დედაო ნათლისაო, იხსენ გიორგი ყოვლადპატიოსანი (წინამძღვარი) ჯიქეთისა(?). წარმოდგენილი დათარიღების საფუძველია ასოთა მოხაზულობა (Φ, Ζ, C, Μ). ძეგლის არქიტექტურა (Л. Д. Рчеулишвили, Некоторые аспекты грузинской архитектуры Черноморского побережья: Русь. Грузия, М. 1978. 26). დათარიღება სხვა გამოცემებში: А. Л. ( 50) და И. Н. ( 114) მას მიიჩნევენ საფლავის ქვის წარწერად, შემდეგ, XII ს-ის რესტავრაციის დროს ჩასმულად კედელში. წარწერა ლიტერატურაში კარგად არის ცნობილი. იგი მოყვანილია ი. პომიალოვსკის კრებულში ( 41). პომიალოვსკის მოცემული აქვს დესტუნისის წაკითხვა: Μ(ή)τ(ηρ) Φ(ω)τ(ὸς) Σ(ω)τ(ῆρος). იგივე წარწერა მოყვანილი აქვს ლატიშევს ( 3), ამ ასოების მნიშვნელობაზე არაფერს ამბობს. ყველაზე საინტერესო ამოკითხვა აქვს И. Н.-ს ( 14) Μ(ήτερ) θ(εοῦ) C(ῶσον) Γ(εοργίον) Υ(περτίμον) Σ(κόμης) = Мать божия! Спаси Георгия пречестного (митрополита) Цхемского (= Сухумского). მას ეს მიაჩნია საფლავზედა ქვად, ხოლო ასოებს ზემოთ მოთავსებული τ-ები ქარაგმის ნიშნად. И. Н.-ს ზოგი ფაქტიური შეცდომა აქვს: სინამდვილეში ΙΙ ასო არის Φ (და არა Θ), ხოლო უკანასკნელი - Ζ და არა Σ, ამდენად ვერ იქნება θεοῦ და Σκόμης (სოხუმი). გარდა ამისა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს იყოს საფლავზედა ქვა შემდეგ ჩასმული ტაძარში. საფლავის ქვაზე წარწერა ასეთი სახის არ იქნებოდა: დაწერილობა ქვის სიგრძეზე (და არა სიგანეზე) საფლავის ქვებზე ძველად არ გვხვდება. ეს წარწერა სპეციალურად ამ ტაძრისთვის არის გაკეთებული, ან ტაძრის აშენებამდე, ან შემდეგ, ზედვე. თუ დავუშვებთ, რომ И. Н.-ს ამოშიფრვის იდეა სწორია, მაშინ Ζ შეიძლება იყოს Ζικχία - ჯიქეთი. ჯიქეთის 3 ეპარქია იყო ცნობილი (იხ. Georgii Cypri Descriptio orbis romani. Lipsiae 1890, 4: № 65, 66, 67: ἐπαρχία Ζικχίας - ὁ Χερσῶνος, ἐπαρχία τῆς αὐτῆς - ὁ Βοσπόρων, ἐπαρχία τῆς αὐτῆς ὁ Νικόψεως). შესაძლებელია ერთ-ერთი ამ ეპარქიის (თუნდაც ნიკოფსიის) მიტროპოლიტი არის მართლაც მოხსენებული ამ წარწერაში. მაინც ეს ამოკითხვა ძალიან სათუოა, მით უფრო რომ ჯიქეთის მიტროპოლიტი სხვა წყაროებით ცნობილი არ არის. უფრო საფიქრებელია, რომ სიმბოლური მნიშვნელობის წარწერაა წარმოდგენილი.

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="grc" xml:space="preserve">

                        <!--  Μ Φ C || Γ Υ Ζ    ΙC | ΧC || ΝΙ  Α-->


         <ab>
             <lb n="1"/><w lemma="μήτηρ"><expan><abbr>Μ</abbr><ex>ήτηρ</ex></expan></w> <w lemma="φῶς"><expan><abbr>Φ</abbr><ex>ωτὸς</ex></expan></w> <w lemma="σωτήρ">Σωτῆρος</w>
             <persName type="local" key="გიორგი იპერტიმოსი ჯიქეთისა (Γεώργιος ὑπέρτιμος Ζικχίας)"><forename nymRef="Γεώργιος">Γεώργιος</forename></persName> <w lemma="ὑπέρτιμος">Ὑπέρτιμος</w> <placeName nymRef="ჯიქეთი (Ζικχία)">Ζικχίας</placeName>
            <expan><abbr>Ἰ</abbr><ex>ησοῦ</ex><abbr>ς</abbr></expan> <expan><abbr>Χ</abbr><ex>ριστό</ex><abbr>ς</abbr></expan>
             <w lemma="νικάω"><expan><abbr>νι</abbr><ex>κ</ex><abbr>ᾷ</abbr></expan></w>
         </ab>


            </div>