ობიექტის ტიპი: კვარცხლბეკი
დეკორი:
კვარცხლბეკის ორ მოპირდაპირე წახნაგზე ამოკვეთილია თითო ბოლნურჯვრიანი მედალიონი, ხოლო წახნაგთა მეორე წყვილზე მოჩუქურთმებულ კამარებში გამოხატულია მოგრძო ჯვრები და კამარის გაკეთების შემდეგ ამ წახნაგებზე გამოყვანილია ბერძნული წარწერები.
წარწერიანი ზედაპირი: შუაში, II სტრიქონიდან ბოლომდე კამარაა. w 18 x h 60 cm
ასოთა მოხაზულობა:
ასოები რელიეფურია, ძირითადად კუთხოვანი. წარწერის I სტრიქონი არის მთელ წახნაგზე, კამარის თავზე სტრიქონის ზედა ნაწილი საკმაოდ გადაცვეთილია. შემდეგი სტრიქონები შუაში გაწყვეტილია კამარით. სტრიქონთა მარცხენა მხარე ასევე გადაცვეთილია. წარწერა შეიცავს 6 სტრიქონს, პირველი ოთხი სტრიქონი უფრო ლაღად არის ნაწერი, ბოლო ორი უფრო მომჭირნედ არის გამოყვანილი.
3 - 2,5 სმდათარიღება: VI-VII AD (lettering)
სადაურობა: კაზრეთი
თავდაპირველი მდებარეობა: კაზრეთი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლაპიდარიუმი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ქ. სალოცველად სიმეონისა და ავლიანოსისა ყოვლითა მათითა სახლითურთ. უფალო, შეეწიე თეოდორეს.
კომენტარი:
პალეოგრაფიული მონაცემებით (α ჩატეხილი შუა ხაზით, π – გაგრძელებული ჰოტიზონტალური შტრიხით, კუთხოვანი ასოებით Ε, Ш) და ენობრივი თავისებურებებით (იტაციზმი; ο||ω–ს მონაცვლეობა; βοήθει ზმნასთან დამატება accusativus–ში) წარწერა V-VIII სს–ით AD თარიღდება. შეიძლება თარიღის მეტი დაზუსტება – VI-VII სს–ით. ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ძეგლი ჯვრებისა და ორნამენტების მიხედვით მთლიანად V ს–ისაა (ვ. ჯაფარიძე); არის აზრი, რომ ბოლნური ჯვრები V-VI ს–ისაა, ხოლო წარწერიანი წახნაგები მოგრძო ჯვრებითა და ჩუქურთმიანი კამარებით VIII-IX სს–ისა (ვ. დოლიძე). სხვა წყაროებით უცნობ პირებს, სიმეონსა და ავლიანეს რაღაცა დამსახურებისათვის თავისი და თავისი სახლის, ოჯახის სალოცველად აღუმართავთ ეს სტელა, ხოლო თეოდორე, ამ სტელის გამკეთებელი, ხელოვანი, თუ ოსტატი უფალს შეწევნას სთხოვს.
ბიბლიოგრაფია:
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 257-258