ECG049. პალესტინის წარწერა I

მასალა: მოზაიკა

ობიექტის ტიპი: იატაკი

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია. პირველი ორი სტრიქონი შედარებით დაუზიანებლად არის მოღწეული, მესამე სტიქონი დაზიანებულია. მეოთხე სტრიქონში შემორჩენილია მხოლოდ ერთი ასო. ასოთა ქსოვილის ფერი წითელია. w 132 cm

ასოთა მოხაზულობა: მოზაიკური ასომთავრული წარწერა 11,5-10,5-9

დათარიღება: V AD (lettering)

სადაურობა: პალესტინა, იუდას უდაბნო, წმიდა თეოდორეს სახელობის ქართული მონასტერი 1952-1953 წლებში იტალიელმა არქეოლოგმა, ვირჯილიო კორბომ, პალესტინაში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები, სადაც მიაკვლიეს სამ ქართულ წარწერას.

თავდაპირველი მდებარეობა: პალესტინა, იუდას უდაბნო, წმიდა თეოდორეს სახელობის ქართული მონასტერი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: იერუსალიმის ფრანცისკანელთა მუზეუმი (Studium Biblicum Franciscanum Museum)

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი წერეთელი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

წმიდაო თეოდორ-
ე მარ[ოჳ]ან და ბო-
[ჳ]რზ(ე)ნ ენ ამი

დიპლომატიური

ႼႫႨႣႠႭ ႧႤႭႣႭႰ
Ⴄ ႫႠႰ[..]ႠႬ ႣႠ ႡႭ
[.]ႰႦႬ ႤႬ ႠႫႨ

თარგმანი:

წმიდაო თეოდორე, მარუან და ბურზენ...

კომენტარი:

წარწერის პირველი პუბლიკაცია ეკუთვნის მიხეილ თარხნიშვილს. მან პალეოგრაფიული ნიშნებით ეს წარწერა VI საუკუნით დაათარიღა. გიორგი წერეთლის დათარიღებით, წარწერა V საუკუნის 30-იანი წლებისაა. ასევე, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ წარწერაში მოხსენიებული საკუთარი სახელები, მარუან და ბურზენ, ოდნავ განსხვავებული ფორმით საქართველოში ცნობილი იყო. მაგალითად, პეტრე იბერიელის (V ს.) ქართული ცხოვრების მიხედვით, მისი ქართული სახელი იყო მურვანოსი, ხოლო მამამისს ბუზმირი ერქვა. შალვა ნუცუბიძემ 1959 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში უდავოდ მიიჩნია, რომ ბეთლემის წარწერაში მოხსენიებული მურვანოსი პეტრე იბერიელის ერობის სახელია. მან წარწერა V საუკუნის პირველი ნახევრით დაათარიღა. გიორგი წერეთელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია პალესტინის წარწერებს. იგი მიიჩნევდა, რომ წმიდა თეოდორეს სახელობის მონასტერი პეტრე იბერიელმა ააგო V საუკუნის 30-იან წლებში და მანვე შეამკო იგი ქართული წარწერებით, სადაც თვით მისი და მისი მამის სახელებია მოხსენიებული. თუმცა გიორგი წერეთლის დათარიღებას ზოგი არსებითი ხასიათის დაბრკოლება ეღობება. კერძოდ, წარწერაში მოხსენიებულ მარუანს უკავშირებენ მურვანოსს. რომ არაფერი ვთქვათ ფორმალურ (გარეგნულ) სხვაობაზე, ძნელად დასაშვებია, პეტრეს (ბერს, სასულიერო პირს) წარწერაში თავი საერო სახელით მოეხსენიებინა. მიუთითებენ იმასაც, რომ პეტრე იბერიელი პალესტინაში მოგვიანებით, 437-438 წლებში ჩავიდა და არა 429 ან 230 წელს.

ბიბლიოგრაფია:

წერეთელი, 1960 გიორგი წერეთელი, უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან, 94

სარჯველაძე, დანელია, 1997 კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, 28-31

კორბო, 1953 Virjilio Corbo, M. Tarchnishvili, „La Terra Santa“, 181-186

თარხნიშვილი, 1954 მიხეილ თარხნიშვილი, ახლად აღმოჩენილი ქართველთა მონასტერი ბეთლემში

კორბო, 1955 Virjilio Corbo, Gli scavi di Kh. Siyar el-Ghanam (Campo dei Pastori) e i monasteri dei dintorni, 135-140

ნუცუბიძე, 1959 შალვა ნუცუბიძე, პალესტინის ახალი გათხრები და ქართული კულტურის საკითხები

ქართლის ცხოვრება, ტ. II სიმონ ყაუხჩიშვილი, „ქართლის ცხოვრება“, 061

ხურცილავა, 2016 Besik Khurtsilava, About the old georgian inscriptions from Bir El-Qutt in Jerusalem