ECG066. ბოლნისის სიონის ეპიტაფია მიქაელისა

მასალა: მწვანე ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 16 x h 20 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია, რომლის პირველი სტრიქონი დაზიანებულია. ფილის ზედა კიდეში შემორჩა ოდნავ შესამჩნევი კვალი „ბოლნური ჯვრის“ მედალიონის მცირე მონაკვეთისა. w 12 x h 9 cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 2-2,5

დათარიღება: VIII AD

სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბონის-ხაჩინიდან.

თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 336

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

[ქ(რისტ)ე]
[ს]ული
[მი]ქაელის
[შ(ეი)წ]ყალე

დიპლომატიური

[..]
[.]ႳႪႨ
[..]ႵႠႤႪႨႱ
[..]ႷႠႪႤ

თარგმანი:

ქრისტე, შეიწყალე მიქაელის სული.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #63. ქარაგმისა და განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს, სიტყვები ერთმანეთისგან არ არის დაცილებული. შესაძლოა, წარწერა ჯვარზე გვიან ამოკვეთეს.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 152

ბაქრაძე, 1953 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, 44

ფოტო

   Fig. 1. ბოლნისის სიონის ეპიტაფია მიქაელისა