ქ. სახელითა ღმრთისაჲთა მე, გურგანელმან, მირიანის ყმამან თარხუნის ძისამან, ატენის ციხისთავმან, ავაგენ ატენს სახლნი და ქულბაგი მას ჟამსა, ოდეს, ადიდენ ღმერთმან, ძლიერმან მეფეთა მეფემან ბაგრატ უბრძანეს მიწასა მათსა მირიანს პატრონსა ჩემსა, სეფისა ზოჳარსა შიდა ქალაქისა შენებაჲ; გაუმარჯოჳა ღმერთმანდა ბედმან მეფობისა მათისამან, ვითა სწადდა მეფობასა მათსა, ეგრე ავაშენეთ დარბაზი და ქალაქი. შეგჳიწყალა მეფობამან მათმან, სასახლენი ადგილნი და საქულბაგენი მკჳდრად, ნებიერობით გჳიბოძა მირიანს და ყმათა მისთა, რომელთაცა შენება შეეძლო. მე ავაგე სახლი და ქულბაგი და შევწირე წმიდასა სიონსა ატენ(ნ)ისასა, საყოფელსა წმიდასა ღმრთისმშობელისასა, სალოცველად ჰგიამცა უკუნისამდე ძრიელი მეფეთა მეფჱ ბაგრატ სევასტოსი და ძე მათი გიორგი კურაპალატი და სალოცველად სულისა მირიან მიწისა მათისა, გამზრდელისა პატრონისა ჩემისათჳინ დავდევ დღე თევდორობა აღაპად, გარდაიჴდიდეს მამასახლისი წინამძღუარი სიონისაჲ ვინცა იყოს