ვაჩე
საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის არის მიძინების ტაძარი. ვალერი სილოგავას აზრით, წარწერაში გამოვლენილი ვაჩე უნდა იყოს მიძინების ტაძრის ხუროთმოძღვარი. იგი სხვა წყაროებით ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ანთროპონიმი ვაჩე სავსებით ცნობილია და გავრცელებული, როგორც X-XI სს., ანუ საფარის რელიეფის დროს, ისე მომდევნო ხანის საქართველოში.