შ.დარჩიაშვილის თარგმანი (154-155): ზაქარიას და ივანეს ამირსპასალარობაში მე, ჰისეს ძე გრიგორმა მივუტევე საციხისთავო შაჰანშაჰის მზეგრძელობისა და ჩემს ცოდვათა მიტევებისათვის...
და ამირსპასალარობას ზაქარიასი და ივანესი მე, გრიგორმა, ძემ ჰისესი, ვაპატიე „სახელოსნე“ (გადასახადები//ხარკი, რომელსაც ხელოსნები კრეფენ) ბერდიკს შანშეს //შაჰინშაჰის მზეგრძელობისათვის და ჩემთვის ცოდვათა მიტევებისათვის ....(გაუშიფრავია) [კ. ღაფადარიანი აქ ვარაუდობს „ Ի վայելումն հաւատացելոց//საამებლად მორწმუნეთა“ - ტიპის ფრაზას] ნ. ჩანტლაძის ტარგმანი
შესრულებულია ჰაღბატიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კილომეტრში მდებარე ბერდიკში აღმართული ქვაჯვრის წინა და უკანა მხარეს. კ. ღაფადარიანი ვარაუდობს, რომ ქვაჯვარს თავზე უნდა ჰქონოდა კიდევ ერთი ქვა, ზედ ამოკვეთილი ორსტრიქონიანი წარწერით, სადაც მოხსენიენული იქნებოდნენ თანადროული მეფეები - ან თამარი, ან გიორგი. წარწერა ათსტრიქონიანია, თარიღი , დიდი სომხური წელთაღრიცხხვით, ამოკვეთილია წინა მხარეს, - 661(+551/552= 1212), ტექსტი კი ამოკვეთილია უკანა მხარეს. კ.ღაფადარიანის ვარაუდით, ქვაჯვრიდან ჩემოვარდნილია ქვა, რომელზეც იქნებოდა ასეთი ტექსტი „მეფობაში ქართველთა დიდი თამარის .... ან დროში მეფისა ქართველთა გიორგის..“ კ.ღაფადარიანის წაკითხვა (# 174139, 252) კ.ღაფადარიანი: მეხუთე სტრიქონში ღრიმეცი და ერზნკიანცი ნაცვლად ձեռնաւորահակս//“სახელოსნე“ (სახელმწიფო გადასახადი) -ისა კითხულობენ ձիւնաւորահակս//ცხენზე გადასახადი?