წარწერა გაცხოველებული იყო სინგურით. ბალავრის ქვაზე მოთავსებული წარწერები გაერთიანებულია ერთ დიდ სათაურში: „საამშენებლო წარწერა ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავის მოსახსენებლით“, მაგრამ ოთხივე წარწერას აქვს ცალკე სათაურები: 1)„ ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავისა და მისი შვილების სადიდებელი წარწერა“, 2) „წმ. მარიამის წარწერა“, 3) „ერისთავთ-ერისთავის ლიპარიტ III რატის ძის მოსახსენიებელი წარწერა“, 4) „ლიპარიტ IV ერისთავთ-ერისთავის სადიდებელი წარწერა“. დაზიანება: წარწერის ქვა და შესაბამისად წარწერა დაზიანებული არ არის. მარჯვენა ნაწილში წითელი საღებავი თითქმის აღარ შეიმჩნევა. წარწერას ახლავს თარიღი: ქორონიკონი სნდ (254+780=1032) პირველი წარწერის მესამე სტრიქონში ვ. სილოგავა კითხულობს: ე(რისთავთა) ე(რისთავი), ეპისკოპოსი ზენონი კი მეოთხე სტრიქონში კითხულობს: შუილნი. მეორე წარწერაში დ. ბერძენიშვილი კითხულობს: მამაა. მესამე წარწერის მეორე-მესამე სტრიქონში ვ. სილოგავა კითხულობს: დიდისა, მეხუთეში - ე(რისთავთა) ე(რისთავისა)ჲ; ეპისკოპოსი ზენონი მეორე სტრიქონში კითხულობს: ასული, მეოთხე წარწერის პირველ-მეორე სტრიქონებში ეპისკოპოსი ზენონი კითხულობს: ღმრთისათა, მეორეში - დაიდუა; ეპისკოპოსი ზენონი, დ. ბერძენიშვილი და ექ. თაყაიშვილი მეხუთე სტრიქონში კითხულობენ: უფლებასა; ექ. თაყაიშვილი და დ. ბერძენიშვილი პირველ-მეორე სტრიქონებში კითხულობენ: ღმრთისა; ვ. სილოგავა მესამე სტრიქონში კითხულობს: ბ(ა)ლ(აჰვა)რი, მეოთხეში - ე(რისთავთა) ე(რისთავის), მეექვსეში - ქრ(ონი)კ(ო)ნი