ჩანს სამი ასოს ფრაგმენტი. გრაფემების ქვედა ნაწილები აღარ ჩანს და სამივე ასოს აღდგენის რამდენიმე ვარიანტია შესაძლებელი. ამიტომ ავტორები წაკითხვის მოტანისგან თავს იკავებენ. ფრაგმენტის ზუსტი წარმომავლობა უცნობია. ამჟამად დაცულია დმანისის არქეოლოგიურ ბაზაზე. დაზიანება: შემორჩენილია წარწერიანი ქვის მცირე ნატეხი 4 (?) გაურკვეველი გრაფემის ფრაგმენტით. წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: პალეოგრაფიული ნიშნები: კიდურწაისრული დამწერლობა