ECG246. მოსახსენებელი საბა ხუცესისა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: აღმოსავლეთ ფასადი

ზომა:

დეკორი: წარწერას წინ უძღვის ჯვრის გამოსახულება, რომელსაც სავარაუდოდ, ქანწილის მნიშვნელობაც ჰქონდა.

წარწერიანი ზედაპირი: შესრულებულია ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან, მიწაზე არსებულ განადგურებული ქვაჯვარის ბაზისზე, აღმოსავლეთ ფასადზე. 2 სტრიქონად. ფრაგმენტული. w 30 x h 8.5 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული გამოყენებულია ნუსხური გრაფემებიც. 5-1.5

დათარიღება: XII-XIII AD

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: ჭოჭიანის ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ჭოჭიანის ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

ს(ა)<ხ>[ელითა ღ(მრთისაჲ)]<თ>[ა ---]
ხ(უ)ცეს<ს>[ა] საბა

დიპლომატიური

Ⴑ[..... .][. ---]
ႾႺႤႱ[.] ႱႠႡႠ

კომენტარი:

დაზიანება: ქვის ზედაპირი გადარეცხილია, ზოგ ადგილას ამოტეხილი. წარწერა სავარაუდოდ ჩრდილო წახნაგზეც გრძელდებოდა, თუმცა, აღნიშნული დაზიანებების გამო წარწერა ფრაგმენტულად იკითხება. წარწერის დათარიღების საფუძველი: უნდა იყოს ეკლესიის საამშენებლო წარწერის თანადროული. გიორგი ოთხმეზურს 2016 წლის გამოცემაში წარწერა შემდეგნაირად აქვს წაკითხული: ხუცე(მან) საბა (აღჰუმართე ჯუარი ესე)

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 147-148, თბილისი, 2018

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 36, თბილისი, 2016