დაზიანება: ქვის მცირე დაზიანებები არ ასახულა წარწერის ტექსტზე. წარწერის დათარიღება წინა გამოცემებში: ე. თაყაიშვილი წარწერას გიორგი ბრწყინვალის დროით ათარიღებს, ვ. ჯაფარიძე - 1214-1222 წლებით, ვ. სილოგავა - 1207-1223 წლებით. წარწერის დათარიღების საფუძველი: შინაარსი - წარწერის მიხედვით, კარიბჭის მშენებლობის დროს ვინმე აფრიდონს შეუწირავს ეკლესიისთვის 30 დრაჰკანი, ამის აღმნიშვნელი წარწერა, მშენებლობის პროცესში თუ არა, მისი დამთავრებიდან მალევე უნდა გაეკეთებინათ. ე. თაყაიშვილი რამდენიმე სიტყვას განსხვავებულად კითხულობს: აფარნაზ დრაჰკანი დ (4), უფლისა შობასა, კრულ; ლ. მუსხელიშვილიც განსხვავებულად კითხულობს რამდენიმე სიტყვას: ამისა, გაოკვეთა, კროლმცა