აგურზე გამოყვანილია ბერძნული მთავრული წარწერა.
წარწერა შესრულებულია დაუდევარი ხელით, აგურის გამოწვამდე.
წმიდაო ღვთისმშობელო შეეწიე...
დათარიღება ხდება ასოთა მოხაზულობის, ლიგატურისა და მართლწერის ნორმის (βοηθι) მიხედვით. არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური მასალის საფუძველზე აგური VI ს-ის 30-იან წლებს განეკუთვნება.