ECG354. ლუვრის წარწერა

მასალა: ქვიშაქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 65 x h 29 x d 15 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია. მასზე ბევრი ქარაგმა და ლიგატურაა w 65 x h 24 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. დამახასიათებელია ღრმად ამოკვეთილი კიდური წერტილები, გრაფემების წაგრძელებული ფორმები. უყელო ა-ნი და დ-ონი დაყირავებული რკალისებრი თავსახურავებით. ტექსტის დამამთავრებელი ნიშანია ე. წ. ყვავისფრჩხილოვანი. განკვეთილობის ნიშანი, ორი და სამი წერტილი, წარწერაში გვხვდება სულ სამჯერ. ასოების სიმაღლე მერყეობს 2-6 სმ-ს შორის. ხაზებს შორის მანძლი 7მმ-ია

დათარიღება: XIII-XIV სს. (lettering)

სადაურობა: ახტალის თორმეტი მოციქულის ეკლესია, სომხეთი 1990, 1991 და 1992 წლებში ლუვრის საცავში დაცულ ქართულ წარწერაზე იმუშავა ზაზა ალექსიძემ. ლუვრის მუზეუმში არ აღმოჩნდა წარწერის პასპორტი და არც რაიმე ინფორმაცია მისი საცავში მოხედრის შესახებ. ზაზა ალექსიძე ვარაუდობს, რომ წარწერა ლუვრის მუზეუმში მიტანილია ძალიან დიდი ხნის წინ ახტალის თორმეტი მოციქულის ეკლესიიდან (ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზე). ამას ავარაუდებინებს ამ ეკლესიაში აღმოჩენილი მეორე ათსტრიქონიანი წარწერა, რომელიც, როგორც პალეოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან ემსგავსება ლუვრის წარწერას, ასევე, შინაარსობრივადაც, მათში ერთი და იგივე პირები არიან მოხსენიებულნი. ზაზა ალექსიძის ვარაუდით, წარწერები ერთი ოსტატის მიერ თუ არა, ერთდროულად მაინც უნდა იყოს გაკეთებული. როდის გაქრა წარწერა ეკლესიის კედლიდან? 1872 წლისათვის, როცა ახტალაში ალექსანდრე ერიცოვი მუშაობდა, წარწერა უკვე აღარ იყო და, შესაძლოა, ამ დროს უკვე ლუვრში ინახებოდა.

თავდაპირველი მდებარეობა: არ არის მითითებული

ამჟამინდელი მდებარეობა: არ არის მითითებული

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი

ტექსტის კატეგორია მოსახსენებელი

რედაქტორი/გამომცემელი: ზაზა ალექსიძე

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

† მეცა უღირს[ი] და ფ(რია)დ ც(ო)დვ(ი)ლი ბიძჲსა და ღ(ირს)ისა ჩ(უენ)ისა
პ(ეტრ)ე წ(ინამღურისა) გაზრდილმ(ა)ნ არათუ მ(ო)ქმ(ე)დობისა რ(ა)ჲს(ა)მე შემ(ძ)ლე ა(რამე)დ
მცირეთა ოფლთა და მეცა ღირსმყავთ ლ(ო)ცვ(ა)თა თქ(უე)ნთა ქ(რისტე)ს მ(იე)რ
ს(ა)ხ(იე)რნო რ(ომელ)ნიცა დღეს(ა)სწ(აუ)ლ(ო)ბდეთ დღეს(ა)სწ(აუ)ლსა ამ(ა)ს

დიპლომატიური

† ႫႤႺႠ ႳႶႨႰႱ[.] ႣႠ ႴႣ ႺႣႥႪႨ ႡႨႻჂႱႠ ႣႠ ႶႨႱႠ ႹႨႱႠ
ႮႤ Ⴜ ႢႠႦႰႣႨႪႫႬ ႠႰႠႧႳ ႫႵႫႣႭႡႨႱႠ ႰჂႱႫႤ ႸႤႫႪႤ ႠႣ
ႫႺႨႰႤႧႠ ႭႴႪႧႠ ႣႠ ႫႤႺႠ ႶႨႰႱႫႷႠႥႧ ႪႺႥႧႠ ႧႵႬႧႠ ႵႱ ႫႰ
ႱႾႰႬႭ ႰႬႨႺႠ ႣႶႤႱႱႼႪႡႣႤႧ ႣႶႤႱႱႼႪႱႠ ႠႫႱ

თარგმანი: (Georgian)

† მეცა, უღირსი და ფრიად ცოდვილი, ბიძისა და ღირსისა ჩუენისა პეტრე წინამძღურის გაზრდილი, არათუ მოქმედობისა რაჲსამე შემძლე, არამედ მცირეთა ოფლთა, თქვენი ლოცვის ღირსი გამხადეთ, სახიერნო, რომელნიცა დღესასწაულობდეთ დღესასწაულსა ამას.

კომენტარი:

ზაზა ალექსიძემ ლუვრის წარწერა ახტალის თორმეტი მოციქულის ეკლესიის ათსტრიქონიანი წარწერის გაგრძელებად მიიჩნია. სწორედ ეს (პეტრე წინამძღვრის) წარწერა გახდა მისთვის გასაღები, მიმხვდარიყო, თუ ვინ არის ლუვრის წარწერის სუბიექტი. ეს გახლავთ ილარიონი, რომლის ვინაობაც სწორედ ახტალის წარწერიდან ირკვევა. მეორე საკითხი, რასაც ახტალის წარწერა აწესრიგებს ლუვრის წარწერაში, ეს არის ავაგ ათაბაგის სამწირველოს მშენებლობაში მისი უშუალო, ფიზიკური მონაწილეობა. ამით გასაგები ხდება ლუვრის წარწერის ის ადგილი („არათუ მოქმედობისა რაჲსამე შემძლე, არამედ მცირეთა ოფლთა“), სადაც წარწერის ავტორი თავისი ფიზიკური შრომის შესახებ ბუნდოვნად მსჯელობს. როგორც ირკვევა, აქ ლაპარაკია ავაბ ათაბაგის სამწირველოს აშენებისას გაღებულ შრომაზე. გარდა ამისა, ნათელი ხდება, თუ რას გულისხმობს ლუვრის წარწერის ბოლო ფრაზა („რომელნიცა დღესასწაულობდეთ დღესასწაულსა ამას“). ახტალის წარწერა ცხადყოფს, რომ ილარიონის ბიძამ, პეტრე წინამძღრმა, თავისი სულის მოსახსენებლად განაჩინა თორმეტი მოციქულის ხსენების მეორე დღე (14 ივლისი). სწორედ ამ დღეს უნდა გულისხმობდეს ილარიონიც. ამ ორი წარწერის, ახტალისა და ლუვრის, გაანალიზების შედეგად ზაზა ალექსიძე ასკვნის, რომ ისინი მოთავსებული იყო ერთმანეთის გვერდით, ჯერ პეტრეს წარწერა, ბალავრის თავზე, შემდეგ კი ილარიონის, მის გასწვრივ. ამ მოსაზრებას ამყარებს წარწერების პალეოგრაფიული ერთგვაროვნებაც.

ბიბლიოგრაფია:

ზაზა ალექსიძე, ლუვრი - ახტალაbibliography.xmlb160, 316-330

ზაზა ალექსიძე, ლუვრი, სინას მთა, ნაზარეთი, ეპიგრაფიკული ეტიუდებიbibliography.xmlb124, 13-25

ფოტო

   Fig. 1. ლუვრის წარწერა