წმიდა პეტრე
წინასწარმეტყველი ელია
წმიდა იოანე წინამორბედი
წმიდა პავლე
მიქაელი
გაბრიელი
წმიდა კონსტანტინე
წმიდა ელენე
ნამუშევარი აშკარად ბერძნულია.
წარწერები (ერთი ტიპისაა ყველა) პალეოგრაფიული და ენობრივი მონაცემებით ზოგადად ბიზანტიური ხანის შუა პერიოდით შეიძლება დათარიღდეს. ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ეს ბიზანტიური ხატია.
წარწერებში სიტყვა ὁ ἅγιος დაწერილია შემოკლებით (Α), როგორც ჩანს, ადგილის ეკონომიისათვის. შეიმჩნევა იტაციზმი (ὁ πρωφητις), ο და ω-ს მონაცვლეობა (πρωφητις), არის სახელის შემოკლების ერთი შემთხვევა (ΙΩ). ნაწერი წიგნიერი ბიზანტიური ბერძნულია.