წარწერიანი ქვა დაზიანებულია. მოტეხილია მისი ბოლო მარჯვენა ზედა კიდე. თუმცა წარწერა თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება.
წარწერის დათარიღების საფუძველი: წარწერაში ნუსხური ასოების შერევის საფუძველზე, წარწერის ქრონოლოგიას X-XI საუკუნეებით განვსაზღვრავთ. დევი ბერძენიშვილსა და თამაზ გოგოლაძეს წარწერის თარიღი მოცემული არ აქვსთ.