<?xml version="1.0" encoding="UTF-8"?>

<TEI xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" xml:space="preserve">
    <teiHeader>
        <fileDesc>
            <titleStmt>
                <title xml:lang="ka">ქობაირის მონასტრის ეპიტაფია მსახურთუხუცესის ოგ͠ლა (?) ბუბასი</title>
                <title xml:lang="en"></title>
                <editor xml:lang="ka">თემურ ჯოჯუა</editor>
                <editor xml:lang="en">Temur Djojua</editor>
                <editor xml:lang="ka">გიორგი გაგოშიძე</editor>
                <editor xml:lang="en">Giorgi Gagoshidze</editor>
            </titleStmt>
            <publicationStmt>
                <authority xml:lang="ka">ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი</authority>
                <authority xml:lang="en">Ilia State University, Institute of Linguistic Studies</authority>
                 <idno type="filename">ECG343</idno>
                <availability>
                    <licence target="http://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/3.0/">
                       დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
                    </licence>
                </availability>
            </publicationStmt>
            <sourceDesc>
                <msDesc>
                    <msIdentifier>
                        <collection>ქობაირი</collection>
                    </msIdentifier>
                    <msContents>
                        <summary>
                            <seg xml:lang="ka">ეპიტაფია</seg>
                            <seg xml:lang="en"/>
                        </summary>
                    </msContents>
                    <physDesc>
                        <objectDesc>
                            <supportDesc>
                                <support>
                                    <objectType xml:lang="ka" ref="https://www.eagle-network.eu/voc/objtyp/lod/91.html">ეპიტაფია</objectType>
                                    <material xml:lang="ka" ref="http://www.eagle-network.eu/voc/material/lod/2">ქვა</material>
                                      <dimensions unit="cm">
                                        <width>83</width>
                                        <height>209</height>
                                        <depth></depth>
                                      </dimensions>
                                </support>
                            </supportDesc>
                                <layoutDesc>
                                    <layout writtenLines="3">
                                        <seg xml:lang="ka">წარწერა სამსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია რუხი ფერის ოთხკუთხა
                                    საფლავის ქვაზე, რომელიც ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის კარიბჭის ჩრდილოეთით,
                                    დასავლეთიდან მეორე სვეტის წინ, ცოტა უფრო აღმოსავლეთისაკენ წანაცვლებით, სვეტიდან,
                                    დაახლოებით, 50 სმ-ის დაშორებით, მიწაშია ჩადგმული; საფლავის ქვა ორ ნაწილად არის
                                        გატეხილი, თუმცა ნაწილები ერთმანეთისაგან დაცილებული არ არის.</seg>

                                      <dimensions unit="cm">
                                         <width>26</width>
                                         <height>57</height>
                                      </dimensions>
                                    </layout>
                                </layoutDesc>
                        </objectDesc>
                        <handDesc>
                            <handNote script="asomtavruli" style="inscribed">
                                <seg xml:lang="ka"><rs type="execution">ამოღარული</rs> <rs type="script">ასომთავრული</rs> წარწერა</seg>
                                   <height>5-8</height>
                            </handNote>
                        </handDesc>
                    </physDesc>
                    <history>
                            <origin>
                                <origPlace>
                                    ქობაირის მონასტერი, სომხეთი
                                </origPlace>
                                <origDate notBefore-custom="1300" notAfter-custom="1500" precision="medium"
                                    evidence="lettering" datingMethod="#julian">XIII-XIV</origDate>
                            </origin>
                            <provenance type="found" when="2011">
                                <placeName type ="ancientFindspot">
                                    ქობაირის მონასტერი, სომხეთი
                                </placeName>
                                <!-- "41.005061, 44.635086"-->
                                <rs type="circumstances">2011 წელს ქეთი ასათიანისა და გიორგი კალანდიას ორგანიზებით განხორციელებული ორი სამეცნიერო ექსპედიციის
                                    შედეგად ქობერის მონასტერში გამოვლინდა მანამდე უცნობი 9 ახალი ქართული ეპიტაფია</rs>
                                <rs type="context"/>
                                <rs type="monuList"/></provenance>
                            <provenance type="observed">
                                <placeName type="modernSpot">
                                    ქობაირის მონასტერი, სომხეთი
                                </placeName>
                                <idno type="invNo"/>
                            </provenance>
                    </history>
                </msDesc>
            </sourceDesc>
        </fileDesc><encodingDesc>
    <listPrefixDef>
        <prefixDef matchPattern="(.+)" replacementPattern="../authority/bibliography.xml#$1" ident="bib"/>
    </listPrefixDef>
</encodingDesc>
        <revisionDesc><change when="2019-12-17" who="Eka Kvirkvelia">ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება,
            ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან</change></revisionDesc>
    </teiHeader>
    <facsimile>
        <surface>
            <graphic url="ecg343.jpg">
                <desc xml:lang="ka">ქობაირის მონასტრის ეპიტაფია მსახურთუხუცესის ოგ͠ლა (?) ბუბასი</desc>
                <desc xml:lang="en"></desc>
            </graphic>
             <graphic url="ecg343a.jpg">
                <desc xml:lang="ka">ქობაირის მონასტრის ეპიტაფია მსახურთუხუცესის ოგ͠ლა (?) ბუბასი</desc>
                <desc xml:lang="en"></desc>
            </graphic>
           </surface>
    </facsimile>
    <text>
        <body>
              <div type="bibliography">

         <p><bibl n="1"><ptr target="#b164"/> თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე, ქობაირის, ჰნევანქისა და ახტალის მონასტრების ქართული ლაპიდარული წარწერები, <citedRange> 279-280</citedRange></bibl></p>
         <p><bibl n="2"><ptr target="#b165"/> ქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია, ქობერის მონასტრის ქართული წარწერები, <citedRange> 10-14</citedRange></bibl></p>

           </div>

              <div type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">

                        <!-- ესე სფლვი მსხრთუხ
                            ცსისა ოგლა ბბაისი შნ
                            ღნ-->

                <ab>
                   <lb n="1"/><w lemma="ესე">ესე</w>
                        <w lemma="საფლავ"><expan><abbr>ს</abbr><ex>ა</ex><abbr>ფლ</abbr><ex>ა</ex><abbr>ვი</abbr></expan></w>
                        <persName type="local" key="მსახურთუხუცესი ოგ͠͠ლა (?) ბუბა"><roleName nymRef="მსახურთუხუცეს"><expan><abbr>მს</abbr><ex>ა</ex><abbr>ხ</abbr><ex>უ</ex><abbr>რთუხ</abbr><ex>უ</ex>
                    <lb n="2" break="no"/><abbr>ც</abbr><ex>ე</ex><abbr>სისა</abbr></expan></roleName>
                        <expan><ex>ოგ</ex><ex>ლა</ex></expan>
                        <name nymRef="ბუბა"><expan><abbr>ბ</abbr><ex>უ</ex><abbr>ბაისი</abbr></expan></name></persName>
                        <w lemma="შენდობა"><expan><abbr>შ</abbr><ex>ეუნდვე</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                    <lb n="3"/><w lemma="ღმერთ"><expan><abbr>ღ</abbr><ex>მერთმა</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                   </ab>
               </div>

         <div type="translation">
             <p xml:lang="ka">ეს არის საფლავი მსახურთუხუცესისა ოგ͠ლა ბუბასი, შეუნდოს ღმერთმა.</p>
         </div>

            <div type="commentary">
                <p xml:lang="ka">წარწერაში ქარაგმის ნიშნებად გამოყენებულია განივი კლაკნილი ხაზი; განკვეთილობის ნიშნები: ორწერტილი ან სამი წერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ;
                    ტექსტში ბგერა უ, ერთ შემთხვევაში, Ⴍ-ს (ო) საშუალებით არის გადმოცემული; წარწერაში გვხვდება ლიგატურის შემთხვევები.
                 წარწერა დაზიანებული არ არის და ტექსტი თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება.</p>
                <p>ეპიტაფიის ტექსტის პირველმა გამომცემლებმა გიორგი კალანდიამ და ქეთევან ასათიანმა
                წარწერაში მოხსენიებული მსახურთუხუცესის სახელი ვერ ამოკითხეს.
                თემო ჯოჯუამ და გიორგი გაგოშიძემ ეპიტაფიის II სტრიქონის ის ადგილი, სადაც მსახურთუხუცესის სახელია შესრულებული,
                თითქმის მთლიანად ამოიკითხეს. წარწერის ამ ადგილას ორი
                სიტყვაა წარმოდგენილი, რომელთაგან მეორე სიტყვა, უეჭველად, მამაკაცის სახელი „ბუბა“-ა.
                რაც შეეხება პირველ სიტყვას, ის, დიდი ალბათობით, „ოგლა“-ს ფორმით იკითხება. თუმცა გამომცემლები დაბეჯითებით ვერ ამბობენ,
                ეს სიტყვა შედგენილი საკუთარი სახელის „ოგლა-ბუბა“-ს პირველი ნაწილია, თუ რაიმე სხვა მნიშვნელობით არის გამოყენებული.
                ამიტომაც ეს სიტყვა კითხვის ნიშნის ქვეშ მოაქვთ.</p>
                <p>თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშიძის მიხედვით, დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ მხარგრძელთა
                ფეოდალურ სახლს საკუთარი სამოხელეო აპარატი ჰქონდა, რომელსაც სათავეში მსახურთუხუცესი
                (იგივე, გორწაკალი, სასახლის ვაზირი) ედგა. მხარგრძელთა ერთ-ერთი მსახურთუხუცესი,
                სახელად ხავრასი, მოხსენიებულია ბაგნაირის ბიბლიის 1243 წლის მინაწერში, რომელშიც
                აღნიშნულია, რომ ხავრასმა მსახურთუხუცესობა, რომელიც, სომხურ „იშხანთა თავს“ შეესაბამებოდა,
                ზაქარია და ივანე მხარგრძელებისადმი გაწეული ერთგული სამსახურისათვის მიიღო.
                გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანის აზრით, მათ მიერ ქობაირის მონასტერში
                მიკვლეულ ეპიტაფიაში მხარგრძელთა ფეოდალური სახლის კიდევ ერთი, სხვა წერილობითი
                ძეგლებისათვის უცნობი მსახურთუხუცესია მოხსენიებული.</p>
                <p>თემო ჯოჯუა და გიორგი გაგოშიძე გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანის ამ მოსაზრებას თითქმის მთლიანად იზიარებენ
                და რამდენიმე დეტალის დაზუსტებას მიიჩნევენ საჭიროდ: 1. ეპიტაფიის II
                სტრიქონის წაკითხვის შედეგად, ირკვევა, რომ მხარგრძელთა ფეოდალური სახლის ამ, აქამდე
                უცნობ მსახურთუხუცესს სახელად ოგ͠ლა ბუბა ერქვა; 2. მსახურთუხუცესი ხავრასი ზაქარია
                და ივანე მხარგრძელების თანამედროვე იყო და, შესაბამისად, მსახურთუხუცესობას XII საუკუნის
                მიწურულსა და XIII საუკუნის I მეოთხედში ფლობდა. რაც შეეხება მსახურთუხუცეს
                ოგ~ლა ბუბას, იგი ზაქარია და ივანე მხარგრძელების ჩამომავალთა თანამედროვე უნდა
                ყოფილიყო და მსახურთუხუცესის თანამდებობაც, ხავრასთან შედარებით, უფრო მოგვიანებით
                უნდა მიეღო; 3. მსახურთუხუცესი ოგ~ლა ბუბა მხარგრძელთა საგვარეულოს ერთ-ერთი
                განშტოების, მანდატურთუხუცეს შანშე I-ის ფეოდალური სახლის კუთვნილ საგვარეულო
                საძვალეში, ქობაირის მონასტერშია დაკრძალული, რაც გამომცემლებს აფიქრებინებს, რომ ოგ~ლა ბუბა
                „შანშეს სახლის“ მსახურთუხუცესი იყო და არა მხარგრძელთა საგვარეულოს მეორე
                განშტოების, ათაბაგ-ამირსპასალარ ავაგ I-ის ფეოდალური ოჯახის ანუ ე. წ. „ავაგის სახლისა“,
                რომლის საგვარეულო საძვალესაც ახტალის მონასტერი წარმოადგენდა; და 4. ის ფაქტი, რომ
                მსახურთუხუცესი ოგ~ლა ბუბა ქობაირის ქალკედონურ მონასტერშია დაკრძალული, ცალსახად
                მიგვითითებს იმაზე, რომ იგი, თავისი პატრონების, მანდატურთუხუცეს შანშე I-ისა და მისი
                ჩამომავლების მსგავსად, ქალკედონური მრწამსის აღმსარებელი იყო.</p>
            </div>
         </body>
    </text>
</TEI>
