ვანის ქვაბების იჩქით გურგენისძის მამულის აშენების წარწერა

№ ECG087 📅 XII 🌐 ka
XML

მოსახსენებელი · Memorial

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG087
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
ვალერი სილოგავა · Valeri Silogava
დათარიღება · Dating
XII

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
ზომები · Dimensions
38 × 132 × 30 cm
განლაგება · Layout
წარწერა ორსტრიქონიანია
დამწერლობა · Script
ამოღარული ასომთავრული წარწერა. იგი კიდურწერტილოვანია. ასოები ამოკვეთილია დაშორებებით, არამიჯრით. ქარაგმის ნიშანადაც გამოყენებულია კიდურწერტილოვანი, განივი, სწორი ხაზი

ადგილმდებარეობა · Location

აღმოჩენილია· Found
ვანის ქვაბები · Vanis Kvabebi
გარემოებანი · Circumstances
წარწერა აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად 1965 წელს გ. გაფრინდაშვილის მიერ. წარწერიანი ფილა შესასვლელი კარების ტიმპანს წარმოადგენდა. ქვის ოთხკუთხა გათლილი მოგრძო ბლოკი გაპობილია ორ, თითქმის თანაბარ, ნაწილად. 1986 წელს ვახტანგ გურგენიძის ინიციატივით წარწერიანი ქვა გადაიტანეს ასპინძის შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმში, 2000 წლის 9 თებერვალს კი - ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში.

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

† ესე არს სამკ(ჳ)დრ(ე)(ე)ლი ჩ(უე)(უ)რგ(ე)(ა)თი მე
იჩქითმ(ა) აღვ(ა)(ე)ნე შ(ეგვინდვ)(ე)ს ღ(მერთმა)

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

† ႤႱႤ ႠႰႱ ႱႠႫႩႣႰႡႪႨ ႹႬ ႢႰ
ႢႬႧႨ ႫႤ ႨႹႵႨႧႫႬ ႠႶႥႸႬႤ ႸႬႱ ႶႬ

ქართული

ეს არის ჩვენი, გურგენისძეთა, სამკვიდრებელი. მე, იჩქითმა, აღვაშენე, ღმერთმა შეგვინდოს.

English

This is the inheritance of our Gudgenisdze family. I, Ichkit built it, God forgive us.

ვალერი სილოგავას აზრით, წარწერის ტექსტში იჩქით გურგენისძე ერთგვარი ხაზგასმით აღნიშნავს: „ესე არს სამკჳდრებელი ჩუენიო“. როგორც ჩანს, ვანის ქვაბები ძველი დროიდანვე, ჯერ კიდევ თამარის მეფობამდე და შეიძლება თვით XII საუკუნემდე, გურგენისძეთა სამამულო სამფლობელო ყოფილა. XII საუკუნის ბოლოს ვარძიის გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის შემდეგ, როდესაც იგი და, ალბათ, მის გარშემო მიდამოები სამეფო სამფლობელოდ გადაიქცა, გურგენისძეთა სამფლობელოსაც სამეფო სამფლობელოდ გადაქცევის საფრთხე დაემუქრა და იჩქითი ორ სხვადასხვა წარწერაში (ერთი წუნდაში, მეორე ვანის ქვაბებში) საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეს ადგილები გურგენისძეთა სამკვიდრებელია, ისინი მისი მამულია. 1204 წლიდან, როგორც ვანის ქვაბების ანტონ ჭყონდიდელის ზღუდის აშენების წარწერიდან ჩანს, აქ უკვე სამშენებლო სამუშაოებს მეფის მოხელე ჭყონდიდელ- მწიგნობართუხუცესი აწარმოებს, რაც იჩქითის მამულის სამეფო მფლობელობაში გადასვლის ნიშანი და საბუთია. ვალერი სილოგავა აქედან იმასაც ასკვნის, რომ იჩქით გურგენისძის წარწერის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი 1204 წელია. ხოლო ქვედა ზღვარი, ალბათ, თამარის მეფობის დასაწყისი (1184).

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">

                        <!--  "† ესე არს სამკდრბლი ჩნ გრ
                            გნთი მე იჩქითმნ აღვშნე შნს ღნ"-->


                <ab>
                   <lb n="1"/>†<w lemma="ესე">ესე</w>
                            <w lemma="ყოფა">არს</w>
                            <w lemma="სამკჳდრებელ"><expan><abbr>სამკ</abbr><ex>ჳ</ex><abbr>დრ</abbr><ex>ე</ex><abbr>ბ</abbr><ex>ე</ex><abbr>ლი</abbr></expan></w>
                            <w lemma="ჩუენ"><expan><abbr>ჩ</abbr><ex>უე</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                            <persName key="იჩქით გურგენისძე"><expan><abbr>გ</abbr><ex>უ</ex><abbr>რ
                   <lb n="2" break="no"/>გ</abbr><ex>ე</ex><abbr>ნ</abbr><ex>ა</ex><abbr>თი</abbr></expan>
                                <w lemma="მე">მე</w>
                                <expan><abbr>იჩქითმ</abbr><ex>ა</ex><abbr>ნ</abbr></expan></persName>
                                <w lemma="აღშენება"><expan><abbr>აღვ</abbr><ex>ა</ex><abbr>შ</abbr><ex>ე</ex><abbr>ნე</abbr></expan></w>
                                <w lemma="შენდობა"><expan><abbr>შ</abbr><ex>ეგვინდვ</ex><abbr>ნ</abbr><ex>ე</ex><abbr>ს</abbr></expan></w>
                                <w lemma="ღმერთ"><expan><abbr>ღ</abbr><ex>მერთმა</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                 </ab>
               </div>