გვანდრაში აღმოჩენილი სინოპური ამფორა
მოსახსენებელი
კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition
Διοσκου(ρία)
დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition
ΔΙΟΣΚΟΥ
ქართული
დიოსკურია
English
Dioskuria
გვანდრაში აღმოჩენილი სამეთუნეო ქურის ნაშთები შეიცავდა ამფორებს, რომლებიც ძვ.წ. IV-III საუკუნეების სინოპური ტიპის მიხედვით იყო დამზადებული; ცხრა ეგზემპლარის ყურებზე დასმული იყო დამღა ΔΙΟΣΚΟΥ სარკისებურად გამოსახული ასოებით. ამ კონტექსტში ასოები შეიძლება მხოლოდ ქალაქ დიოსკურიის ან დიოსკურიელების აღმნიშვნელი სახელის შემოკლება იყოს: ქალაქი, ალბათ, ამ ამფორების წარმოებაში იყო ჩაბმული. ყოველ შემთხვევაში, ეშერა რომ ძვ.წ. III საუკუნისათვის დიოსკურიის ფარგლებში შედიოდა, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს. გარდა ამისა, ეს დამღები იმისი მაჩვენებელია, რომ ეშერა-დიოსკურიას გაცვლითი სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთთან, რაზეც მიუთითებს სამი ასეთი დამღიანი ნიმუში პანტიკაპეონიდან და კიდევ ორი - ნიმფეონიდან.
<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="grc" xml:space="preserve">
<!-- ΔΙΟΣΚΟΥ -->
<ab>
<lb n="1"/><placeName nymRef="Διοσκουρία"><expan><abbr>Διοσκου</abbr><ex>ρία</ex></expan></placeName>
</ab>
</div>