ასპავრუკის ოქროს ბეჭედი

№ ECG327 📅 II-III 🌐 grc
XML

ინსიგნია

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG327
ენა · Language
grc
რედაქტორი · Editor
თინათინ ყაუხჩიშვილი
დათარიღება · Dating
II-III

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
განლაგება · Layout
ოქროს ბეჭედ-საბეჭდავის გემმას ირგვლივ 3 მხარეს აქვს ბერძნული მთავრული წარწერა.
დამწერლობა · Script
საგანგებოდ, ნეგატიურად გამოყვანილი წარწერის მარცხენა ნაწილში 2 სტრიქონია.

ადგილმდებარეობა · Location

აღმოჩენილია· Found
დაცულია · Current
სახელმწიფო მუზეუმი

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

Ἀσπαυρούκις πιτιάξης

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ἈΣΠΑΥΡΟΎΚΙΣ ΠΙΤΙΆΞΗΣ

ქართული

ასპავრუკ პიტიახში

ასოთა მოხაზულობა (ასოთა კუთხეების ჩაღრმავება, მრგვალი σ, ο, ρ, ξ-ს მოხაზულობა) და სახელის ფორმა (Ἀσπαυρούκις) მიუთითებს რომაულ ხანაზე. ისტორიული მონაცემების მიხედვით (არმაზის ბილინგვა, სამარხის ინვენტარი) იგი II-III ს-ით AD უნდა დათარიღდეს. გემმის მხატვრული ანალიზის მიხედვით ის II ს-ის მიწურულისაა. ნივთი ძველი იბერიის მოღვაწის, პიტიახშის ინსიგნიაა. სახელი ირანულია, ძველ ბერძნულში იქნებოდა Ἀσπαυρούκιος, ფორმა Ἀσπαυρούκις (-ιος დაბოლოების ნაცვლად -ις) რომაული ხანის შენაძენია. ნივთი ადგილობრივ ნახელავად არის მიჩნეული. სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო ფორმა - Ἀσπαυρούκις-მა. ს. ყაუხჩიშვილი იმოწმებს ჰაძიდაკის ცნობილ ნაშრომს და მიუთითებს იმაზე, რომ „რომაელების გავლენით ბერძნულ პირთა სახელებში ιος ბოლოკიდურის ნაცვლად დამკვიდრდა -ις ბოლოკიდური: მაგალითად, Αὐρήλις, Κορνήλις, Εὐσέβις ნაცვლად ფორმებისა Αὐρήλιος, Κορνήλιος, Εὐσέβιος. ჩვენს წარწერაშიც ასეთივე ხასიათისაა Ἀσπαυρούκις, ნაცვლად ფორმისა Ἀσπαυρούκιος“. ნიბერგი Ασπαυρουκις უეჭვოდ ირანულ სახელად მიიჩნევს და ადასტურებს ზემოთ მოყვანილ მსჯელობას: ადრე ბერძნულში გვექნებოდა ფორმა Ἀσπαυρούκιος, ხოლო შემდეგ რომაულ ხანაში - Ἀσπαυρούκις (H. S. Nyberg, Quelques inscriptions antiques ... 230-231).

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="grc" xml:space="preserve">
                
                        <!--Ἀσπαυρού||κις || πιτιάξη||ς
                                                -->
                     
            

         <ab>
             <lb n="1"/><persName type="local" key="ასპავრუკ პიტიახში (Ἀσπαυρούκις πιτιάξης)"><name nymRef="Ἀσπαυρούκις">Ἀσπαυρούκις</name> <roleName type="nobility" nymRef="πιτιάξης"><w lemma="πιτιάξης">πιτιάξης</w></roleName></persName>
            </ab>    
             
         
            </div>