ქობაირის მონასტრის ეპიტაფია პატრონი შაჰანშას ძის, [ზაქარია] ამირსპასალარის გაზრდილის, ჯაყელის ასულის რუსუდანისა

№ ECG340 📅 XIII-XIV 🌐 ka
XML

ეპიტაფია

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG340
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
გიორგი გაგოშიძე
დათარიღება · Dating
XIII-XIV

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
ზომები · Dimensions
169 × 67 cm
განლაგება · Layout
წარწერა ექვსსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია რუხი ფერის, სავარაუდოდ, ოთხკუთხა საფლავის ქვაზე, რომელიც ოთხ ან მეტ ნაწილად არის გატეხილი; ამ ნაწილებიდან დღეისათვის ადგილზე მხოლოდ სამი ნაწილი ჩანს, რომელთაგანაც IV, ყველაზე დიდი ზომის ნაწილი ქობაირის მონასტრის სამრეკლოს სამხრეთით გამწკრივებული საფლავის ქვების რიგში, ჩრდილოეთიდან მეორე და მეოთხე საფლავის ქვებს შორის, მიწაშია ჩადგმული, ხოლო დანარჩენი ორი, I და II ნაწილები, IV ნაწილის დასავლეთით, მისგან რამდენიმე სმ-ის დაშორებით, მიწაზე დევს.
დამწერლობა · Script
ამოღარული ასომთავრული წარწერა

ადგილმდებარეობა · Location

დაცულია · Current
ქობაირის მონასტერი, სომხეთი · Kobairi Monastery, Armenia

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

† ესე საფლ(ა)ვი დჲდჲსა
(ა) ამი(რ)სპ(ა)(ა)(არ)ის(ა)ზრდ(ი)ლისა (ა)(ე)ლისა
ასულ(ი)სა
5(უ)(უ)(ა)(ი)(ი) (ეუნდვე)
(მერთმა)

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

† ႤႱႤ ႱႠႴႪႥႨ ႣჂႣჂ
ႰႣႪႨႱႠ ႿႷႪႨႱႠ
5ႱႳႪႱႠ ႰႱႣႬႱ ႸႬ
ႶႬ

ქართული

ეს არის საფლავი დიდი პატრონის შაჰანშას ძის, ზაქარია ამირსპასალარის, გაზრდილის - ასულ რუსუდან ჯაყელის, შეუნდოს ღმერთმა.

წარწერაში ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია განივი კლაკნილი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები: ორწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტში ბგერა ი, რიგ შემთხვევებში, Ⴢ-ს (ჲ) საშუალებით არის გადმოცემული; გვხვდება ლიგატურისა და შეწიაღების შემთხვევები. ოთხ ან მეტ ნაწილად გატეხილი საფლავის ქვის ერთ-ერთი ნაწილი, თუ ცალკეული ნაწილები, რამდენიმე გრაფემასთან ერთად, დაკარგულია. ოთხ ნაწილად დანაწევრებული რუსუდან ჯაყელის ეპიტაფიის II და IV ნაწილები გიორგი კალანდიამ და ქეთევან ასათიანმა გამოავლინეს, I ნაწილს დალი ჩიტუნაშვილმა და გიორგი პატაშურმა მიაკვლიეს, III ნაწილი კი, ჯერჯერობით, დაკარგულია. გიორგი კალანდიამ და ქეთევან ასათიანმა მათ მიერ გამოვლენილი II და IV ნაწილები შეცდომით სხვადასხვა ეპიტაფიად მიიჩნიეს, მათი ნაკლული ადგილები სხვადასხვა სახით აღადგინეს და ისინი, საბოლოოდ, ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი წარწერების სახით წაიკითხეს: 1. „[ესე სა]ფლავი დიდისა | [ათაბაგისა] შენშეს ძეს | ამირსპასალარს შალვას | [შეუნდოს ღმერთმან]“; და 2. „[სა]რდლისა ჯაყელისა | ასულსა რუსუდანს შეუნდოს | ღმერთმან“. თემო ჯოჯუას გამოკვლევის მიხედვით, ამ „ორი წარწერის“ წაკითხვის შემდეგ მკვლევრებმა „ისინი“ ცალცალკე განიხილეს და „მათზე“ დაყრდნობით, სამეცნიერო საზოგადოებას სამი ძირითადი დასკვნა შესთავაზეს: 1. „დიდი ათაბაგის შანშეს ძის, ამირსპასალარ შალვას ეპიტაფიაში“ მოხსენიებული არიან: ათაბაგი შანშე II მხარგრძელი და მისი უფროსი ვაჟი, ამირსპასალარი შალვა, რომელიც სხვა წერილობითი ძეგლებიდან ცნობილი არ არის; 2. „სარდალ ჯაყელის ასულის რუსუდანის ეპიტაფიაში“ სახელის გარეშე მოხსენიებულ „სარდალ ჯაყელში“, შესაძლოა, იგულისხმებოდნენ შემდეგი პირები: ა) მეჭურჭლეთუხუცესი და სამცხის სპასალარი სარგის I ჯაყელი; ბ) სამცხის მთავარი და მანდატურთუხუცესი ბექა I ჯაყელი; ან კიდევ, გ) ბექა I-ის ვაჟი, სარგის II ჯაყელი; და 3. ჯაყელის ასულის ქობაირის მონასტერში დაკრძალვის ფაქტი, შესაძლოა, შემდეგი მიზეზებით ყოფილიყო გამოწვეული: ა) მოცემულ პერიოდში ქობაირის მონასტერი საქართველოს მანდატურთუხუცესთა საძველე იყო. XIII საუკუნის II ნახევარში მანდატურთუხუცესობა მხარგრძელთა საგვარეულოდან ჯაყელთა ფეოდალურ სახლში გადავიდა და ქობაირის მონასტერიც მანდატურთუხუცეს ბექა I ჯაყელის ხელში აღმოჩნდა. ქობაირის მონასტერი ბექა I-ის ხელში დიდხანს არ დარჩენილა და ამ უკანასკნელმა XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ჯაყელთა საგვარეულო საძვალედ საფარის ეკლესია აქცია; და ბ) რუსუდან ჯაყელი მხარგრძელთა ფეოდალური სახლის ერთ-ერთი წარმომადგენლის თანამეცხედრე იყო. გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანის შემდეგ რუსუდან ჯაყელის ეპიტაფიით დალი ჩიტუნაშვილი და გიორგი პატაშური დაინტერესდნენ (დ. ჩიტუნაშვილი, გ. პატაშური, სომხეთის ქართული ძეგლები, 2012 (მოხსენების მასალები). მკვლევრებმა ქობაირის მონასტრის ქართულ წარწერებზე მუშაობის დროს ეპიტაფიის მანამდე უცნობ, I ფრაგმენტს მიაკვლიეს და სავსებით მართებულად დაასკვნეს, რომ მათ მიერ მიკვლეული I ფრაგმენტი და ეპიტაფიის გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანის მიერ გამოვლენილი II ფრაგმენტი ერთი და იმავე წარწერის ნაწილებს წარმოადგენდა. მეორე მხრივ, დალი ჩიტუნაშვილმა და გიორგი პატაშურმა უპირობოდ გაიზიარეს გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ რუსუდან ჯაყელის ეპიტაფიის III ფრაგმენტი სულ სხვა წარწერის ნაწილს წარმოადგენდა და, შესაბამისად, ამ III ფრაგმენტზე ამოკვეთილი ტექსტი ეპიტაფიის I და II ფრაგმენტებზე ამოკვეთილ ტექსტს აღარ დაუკავშირეს. დასასრულ, დალი ჩიტუნაშვილმა და გიორგი პატაშურმა მართებულად არ მიიჩნიეს რუსუდან ჯაყელის ეპიტაფიის II ფრაგმენტის ბოლო სიტყვის გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანისეული წაკითხვა და გამოთქვეს მოსაზრება, რომ წარწერის ამ ადგილას სიტყვა „შალვას“ არ იკითხება. რუსუდან ჯაყელის დანაწევრებული ეპიტაფიის სამი ნაწილის ერთმანეთისათვის მორგებამ და წარწერის ტექსტის თითქმის სრული სახით წაკითხვამ თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშიძეს საშუალება მისცა, რომ განსახილველი წარწერის გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანისეული წაკითხვის, აგრეთვე, მათ მიერ სამეცნიერო საზოგადოებისათვის შეთავაზებული სამი დასკვნისა და ამ დასკვნების ფარგლებში დაშვებული ვარაუდების მართებულობა კრიტიკულად გაეაზრებინათ. საბოლოოდ, გაირკვა შემდეგი: 1. ეპიტაფიის I და II სტრიქონების გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანისეული წაკითხვა „[ესე სა]ფლავი დიდისა | [ათაბაქისა] შენშეს ძეს“ მცდარია. სინამდვილეში, ეს ორი სტრიქონი, რომლის ტექსტმაც, პრაქტიკულად, სრულად მოაღწია, შემდეგი სახით იკითხება: „ქ. ესე საფლ(ა)ვი დჲდჲ|სა პ(ა)ტრ(ო)[ნ]ისა შ(ა)ჰ(ა)ნშ(ა)ს ძის“. 2. ეპიტაფიის I და II სტრიქონებზე „დიდი პატრონი შაჰანშაა“ მოხსენიებული და არა „დიდი ათაბაქი შენშე“, როგორც ამას გიორგი კალანდია და ქეთევან ასათიანი ფიქრობდნენ. შესაბამისად, ცხადია ისიც, რომ ეპიტაფიის პირველ ორ სტრიქონზე „დიდის“ ეპითეტით მოხსენიებული „პატრონი შაჰანშა“ მხარგრძელთა საგვარეულოს უფროსი შტოს, „შანშეს სახლის“, დამაარსებელი მანდატურთუხუცესი შანშე I-ია და არა მისი შვილიშვილი, ათაბაგ-ამირსპასალარი შანშე II, როგორც ეს გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანს მიაჩნდათ. 3. ეპიტაფიის III და IV სტრიქონების გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანისეული წაკითხვა: „ამირსპასალარს შალვას | [შეუნდოს ღმერთმან]“ და „[სა]რდლისა ჯაყელისა“, მცდარია. სინამდვილეში, ეს ორი სტრიქონი, III სტრიქონის პირველი სიტყვის გამოკლებით, შემდეგი სახით იკითხება: „[ზაქ](ა)[რი]ა ამი[რ]სპ[ა]ს[ა]ლ[არ]ის გ[ა]ზ|რდ[ი]ლისა, ჯ[აყ[ე]ლისა ა|“. რაც შეეხება III სტრიქონის პირველ სიტყვას, ამირსპასალარის სახელს „ზაქარია“-ს, რომელიც დღეისათვის საფლავის ქვის ერთ-ერთ ნაწილთან ერთად არის დაკარგული, ის თითქმის მთლიანად აღადგინეს გამომცემლებმა. ამასთან, აღნიშნული სიტყვის აღდგენისას ისინი სამ ძირითად არგუმენტს დაეყრდნენ: ა) ამირსპასალარის დაკარგული სახელი, ეპიტაფიის სხვა სტრიქონებზე წარმოდგენილი ტექსტის მოცულობის, აგრეთვე, დაკარგული სახელიდან შემორჩენილი ქარაგმის ნიშნისა და ბოლო გრაფემის ა-ს გათვალისწინებით, მაქსიმუმ, ხუთ-ექვს დაქარაგმებულ გრაფემას შეიცავდა და გრაფემა ა-თი მთავრდებოდა; ბ) სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილია, რომ მანდატურთუხუცეს შანშე I-ის ვაჟებიდან ამირსპასალარის სახელოს მხოლოდ ზაქარია III, ავაგ-სარგისი და მხარგრძელი ფლობდნენ და, შესაბამისად, რუსუდან ჯაყელის ეპიტაფიაშიც უეჭველად ამ სამი პირიდან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო მოხსენიებული; და გ) მანდატურთუხუცეს შანშე I-ის ხსენებული სამი ვაჟის სახელებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ეპიტაფიის III სტრიქონის დასაწყისში უეჭველად ამირსპასალარ ზაქარია III-ის სახელი იყო წარმოდგენილი, ვინაიდან წარწერის ასეთი მცირე, ხუთი-ექვსი გრაფემის მოცულობის მქონე მონაკვეთი აქ მანდატურთუხუცეს-ამირსპასალარ ავაგ-სარგისისა და ამირსპასალარ მხარგრძელის შედარებით უფრო ვრცელი სახელების არათუ სრული, არამედ დაქარაგმებული სახით აღდგენის საშუალებასაც კი არ იძლევა.

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">

                        <!-- † ესე საფლ(ა)ვი დჲდჲ
                            სა პ(ა)ტრ(ო)[ნ]ისა შ(ა)ჰ(ა)ნშ(ა)ს ძის
                           [ზაქ](ა)[რი]ა ამი(რ)სპ(ა)ს(ა)ლ(არ)ის გ(ა)ზ
                           რდ(ი)ლისა ჯ(ა)ყ(ე)ლისა ა
                        სულ(ი)სა რ(უ)ს(უ)დ(ა)ნ(ი)ს(ი) შნ
                        ღნ-->

                <ab>
<lb n="1"/>†<w lemma="ესე">ესე</w>
           <w lemma="საფლავ"><expan><abbr>საფლ</abbr><ex>ა</ex><abbr>ვი</abbr></expan></w>
           <persName type="local" key="შანშე (შაჰანშა) I მხარგრძელი" ref="http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/შანშე_(I)_მხარგრძელი"><w lemma="დიდ">დჲდჲ
<lb n="2" break="no"/>სა</w>
          <w lemma="პატრონ"><expan><abbr>პ</abbr><ex>ა</ex><abbr>ტრ</abbr><ex>ო</ex><supplied reason="lost"><abbr>ნ</abbr></supplied><abbr>ისა</abbr></expan></w>
          <name nymRef="შაჰანშა"><expan><abbr>შ</abbr><ex>ა</ex><abbr>ჰ</abbr><ex>ა</ex><abbr>ნშ</abbr><ex>ა</ex><abbr>ს</abbr></expan></name></persName>
          <w lemma="ძე">ძის</w>
<lb n="3"/><persName type="local" key="ზაქარია III მხარგრძელი" ref="http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/ზაქარია_(III)_შანშე_(I)-ის_ძე"><name nymRef="ზაქარია"><expan><supplied reason="lost"><abbr>ზაქ</abbr></supplied><ex>ა</ex><supplied reason="lost"><abbr>რი</abbr></supplied>ა</expan></name>
          <roleName nymRef="ამირსპასალარ"><expan><abbr>ამი</abbr><ex>რ</ex><abbr>სპ</abbr><ex>ა</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex><abbr>ლ</abbr><ex>არ</ex><abbr>ის</abbr></expan></roleName></persName>
                <expan><abbr>გ</abbr><ex>ა</ex><abbr>ზ
<lb n="4" break="no"/>რდ</abbr><ex>ი</ex><abbr>ლისა</abbr> </expan>
        <persName type="local" key="რუსუდან ჯაყელი [ზაქარია III მხარგრძელის გაზრდილი]"><name nymRef="ჯაყელ"><expan><abbr>ჯ</abbr><ex>ა</ex><abbr>ყ</abbr><ex>ე</ex><abbr>ლისა</abbr></expan></name>
        <w lemma="ასულ"><expan><abbr>ა
<lb n="5" break="no"/>სულ</abbr><ex>ი</ex><abbr>სა</abbr></expan></w>
        <name nymRef="რუსუდან"><expan><abbr>რ</abbr><ex>უ</ex><abbr>ს</abbr><ex>უ</ex><abbr>დ</abbr><ex>ა</ex><abbr>ნ</abbr><ex>ი</ex><abbr>ს</abbr><ex>ი</ex></expan></name> </persName>
         <w lemma="შენდობა"><expan><abbr>შ</abbr><ex>ეუნდვე</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
<lb n="6"/><w lemma="ღმერთ"><expan><abbr>ღ</abbr><ex>მერთმა</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
             </ab>
               </div>