ხუნზახის XIII წარწერა დაღესტნიდან

№ ECG376 📅 XIII-XIV 🌐 ka
XML

მოსახსენებელი

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG376
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
შაჰბან ჰაფიზოვი
დათარიღება · Dating
XIII-XIV

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
ჯვარი
განლაგება · Layout
წარწერა ოთხსტრიქონიანია
დამწერლობა · Script
ამოღარული ნუსხური წარწერა

ადგილმდებარეობა · Location

დაცულია · Current
ხუნზახი, დაღესტანი
გარემოებანი · Circumstances
ხუნზახში, კერძოდ, ტად-რაალში აღმოჩნდა ერთი ჯვრის ნაშთი, რომელიც გადაეცა დ. ატაევის პირად არქივს

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

[თეოდო]რე(ეიწყალ)
რად(კა)

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ႰႤ ႸႤ
ႰႠႣ

ქართული

თეოდორე, შეიწყალე... კარზე... ზ... ნ...

ნამტვრევი წარმოადგენს ჯვრის მარჯვენა მკლავს, შუაგულსა და ჯვრის ფუძის მარჯვენა ნაწილს. შემორჩენილი 4 სტრიქონიდან სრულად ან ნაწილობრივ იკითხება 8 ასო. ე და დ ასოების დაწერილობის მიხედვით, წარწერა ნუსხურითაა შესრულებული, ხოლო თარიღად XIII-XIV საუკუნეთა მიჯნა უნდა განისაზღვროს. წარწერის სტრიქონზე ორჯერაა გამოყენებული ქარაგმა. ქარაგმის მეორე ნიშანი ზის შ და ე ასოებს შორის დარჩენილი ლაკუნის ზემოთ და, შესაბამისად, შაჰბან ჰაფიზოვი აქ დარწმუნებით კითხულობს სიტყვას „შეიწყალე“, რაც მიუთითებს წარწერის მოსახსენიებელ შინაარსზე. ქარაგმის პირველი ნიშანი ზის რ და ე ასოებს შორის დარჩენილი ლაკუნის ზემოთ, მაგრამ ამგვარი დაქარაგმება არ არის ფართოდ გავრცელებული ქართულ ეპიგრაფიკაში, რის გამოც ჭირს სიტყვის სწორად ამოკითხვა. მეორე სტრიქონზე, როგორც ჩანს, უნდა იკითხებოდეს სიტყვის დაბოლოება რად, რაც, ასევე, ძნელი ამოსაცნობია. მესამე და მეოთხე სტრიქონებზე შემორჩენილია თითო ასო: შესაბამისად, ზ და ნ, ამასთანავე მეორე ასოსაგან მხოლოდ მარჯვენა ნაწილია გადარჩენილი. რადგანაც ტექსტი მიცვალებულის მოსახსენიებელია, სავარაუდოა, რომ ნ ასო ამინ სიტყვის ბოლო ბგერა იყოს. II სტრიქონის სამი ასოს წინ მოჩანს ერთ-ერთი ასოს ორი ნაწილი, რომელიც უეჭველად ა ასოსგან უნდა იყოს შემორჩენილი. შაჰბან ჰაფიზოვი ვარაუდობს, რომ წარწერის გადარჩენილი ტექსტის დასაწყისში წარმოდგენილი რე მარცვალი, შესაძლებელია, იყოს წმიდა თეოდორეს სახელის დასასრული და წარწერის შემდგენელი ამ წმინდანს ევედრებოდეს მეოხებას მიცვალებულისათვის, მაგრამ ამ ვარაუდს ხელს უშლის რ და ე ასოებს შორის გამოსახული ქარაგმის ნიშანი.

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
                
                        <!--(1) (თეოდო?)რე შ(ეიწყალ)ე 
                            “...რე, შეიწყალე” 
                            
                            (2) (კა)რად 
                            ქართ. “კარზე”
                            
                            (3) ზ 
                            (4) ნ
                             -->                                                       

                <ab>
                   <lb n="1"/><persName type="local" key="თეოდორე"><supplied reason="lost" cert="low">თეოდო</supplied>რე</persName> 
                            <w lemma="შეწყალება"><expan><abbr>შ</abbr><ex>ეიწყალ</ex><abbr>ე</abbr></expan></w> 
                    <lb n="2"/><w lemma="კარ"><expan><ex>კა</ex><abbr>რად</abbr></expan></w> 
                    <lb n="3"/><gap reason="lost" extent="unknown" unit="chars"/>ზ
                    <lb n="4"/><gap reason="lost" extent="unknown" unit="chars"/>ნ
                </ab>
         </div>